png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სამხედრო ინსტრუქტორებმა „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ კურსი დაასრულეს

  • თავდაცვა
  • 25.03.2016
  • 16:10
სამხედრო ინსტრუქტორებმა „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ კურსი დაასრულეს

სამხედრო ინსტრუქტორებმა „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ კურსი დაასრულეს. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 2016 წლის თანამშრომლობის სამუშაო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. სასწავლო კურსს უშიშროებისა და სამხედრო ძალებთან მუშაობის დარგში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული ექსპერტი სამხრეთ კავკასიაში გია თორაძე უძღვებოდა.

„შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ საფუძვლები გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის იმ ოფიცრებმა შეისწავლეს, რომლებიც საბრძოლო და სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმარების პროცესში არიან ჩართულები. მოგვიანებით, კურსდამთავრებულები მსგავს ტრენინგებს სამხედრო ქვედანაყოფებში ჩაატარებენ.
ხუთი დღის განმავლობაში სამხედრო ინსტრუქტორებმა სამოქალაქო მოსახლეობასთან მოქცევის, სამხედრო ტყვეებთან დამოკიდებულების და ბრძოლის დროს იარაღის გამოყენების წესების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკომენდაციები მოისმინეს. ყურადღება გამახვილდა ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მუშაობის პრინციპზე და საომარი მოქმედებების რაიონში დაშვების საკითხზე.

თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, მსგავსი ტიპის კურსები სამხედრო ინსტრუქტორებისთვის რეგულარულად ტარდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge