png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბიუროსა და აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი ზარებისა და შეტყობინებების შესახებ საუბრობს

  • პოლიტიკა
  • 25.03.2016
  • 15:10
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბიუროსა და აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი ზარებისა და შეტყობინებების შესახებ საუბრობს

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, იოსებ ბაღათურია აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი ზარებისა და შეტყობინებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში, გახშირდა კერძო პირებისა თუ კომპანიების მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ან აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი ზარების ან მობილური შეტყობინებების გაგზავნა მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ გარკვეული სახის ფინანსური ვალდებულებები.

მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ მსგავსი შინაარსის ქმედებები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც უკვე მეოთხე წელია აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეების მორიგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება. თითოეულმა მოქალაქემ, რომლის მიმართ განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარის შემცველი ზარები ან შეტყობინებები, უნდა მომართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს. ასეთი ქმედებების მიმართ აუცილებლად მოვახდენთ ადეკვატურ და დროულ რეაგირებას. აქვე, ყველას შევახსენებთ, რომ ამგვარი ქმედებებისა და მოქალაქეთა შევიწროებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციებიც.

იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, სხვა პირს, სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, არ განხორციელებულა მოქალაქის შემავიწროებელი არც ერთი  ქმედება, პირიქით, ჩვენ მხარეთა მორიგებაზე ორიენტირებული უწყება გავხდით. ყველაზე რთული გამოსახლებებიც კი მხარეებთან კონსესუსის მიღწევის მცდელობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შედეგად განგვიხორციელებია.

მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარანარევი ზარების ან შეტყობინებების მიღების შემთხვევაში, მოახდინონ აღსრულების ეროვნული ბიუროს სწორი და დროული ინფორმირება. ბიუროში მოქმედებს ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ელექტრონული ფოსტა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოხდეს თითოეული შემთხვევის შესახებ ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდება“, აცხადებს იოსებ ბაღათურია.

ცხელი ხაზის ნომერია: (032) 2 749 649. Mail: Report@nbe.gov.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge