png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი პროფესიული განათლების რეფორმის პრეზენტაციას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 24.03.2016
  • 13:50
დიმიტრი ქუმსიშვილი პროფესიული განათლების რეფორმის პრეზენტაციას დაესწრო

„ეს არის კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულება პროფესიული განათლების ნაწილში, სადაც ადამიანები  ბიზნესის სფეროში მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლებიან“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პროფესიული განათლების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა, დეტალური პრეზენტაცია კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამართა. მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლების რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების შერჩევას.

„დღეს ჩვენ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლების რეფორმის ნაწილზე ვისაუბრეთ. განათლების სამინისტრომ წარმოადგინა ახალი მიმართულება, რომელიც არის კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულება პროფესიულ განათლების ნაწილში, სადაც ადამიანები დაეუფლებიან ბიზნესის სფეროში მოთხოვნად პროფესიებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად იმუშავა საპარტნიორო ფონდმა და მასთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ. უახლოეს დღეებში მთავრობაზე გატანილი იქნება შესაბამისი დადგენილება,  ხოლო შემდგომში გვექნება უკვე ამ პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით,  დღეის მდგომარეობით, უკვე განსაზღვრულია  30-35 მილიონი ლარის მოცულობის ფონდი, რომელიც გადანაწილებული იქნება თბილისზე და რეგიონებზე.  „დაწყებით ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, კომერციული ბანკებიდან უზრუნველყოფის გარეშე აიღონ სესხები იდეის მდგრადობის გადამოწმების შედეგად. ეს არ არის მხოლოდ სტუდენტებზე, ამ წუთის მდგომარეობით,  ეს არის დაწყებით ბიზნესზე, სადაც ახალგაზრდებს პრეფერენციები ექნებათ“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციას სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge