png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე

  • საზოგადოება
  • 23.03.2016
  • 15:51
მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე

დღეს, 23 მარტს, მსოფლიო მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) დაარსების დღეს უკავშირდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ,” ამ დღესთან დაკავშირებით, “საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარის” პრეზენტაცია გამართა.

კომპანიის მეტეოროლოგიური სამსახური, რომელიც საქართველოში საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის პროვაიდერია, აღნიშნულ წიგნს ყოველწლიურად გამოსცემს. მასში მოცემულია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მეტეოროლოგიურ სადგურებზე მეტეოროლოგიური დაკვირვების შედეგების სტატისტიკური ანალიზი, რაც უმნიშვნელოვანესი ნაწილია უსაფრთხო ფრენების განხორციელების საქმეში.

 “მსურს, ჩვენ მეტეოროლოგებს გულითადად მივულოცო პროფესიული დღე. ეს არის მართლაც საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ფრენების უსაფრთხოებას. მოხარული ვარ, რომ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, სწორედ ამ დღეს წარვუდგინეთ ჩვენი მეტეოსამსახურის მიერ მომზადებული წიგნი “საქართველოს აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი”, რომელიც მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ WMO-მ თავის ოფიციალურ საიტზე ატვირთა, რაც მისი კონტენტის მაღალ ხარისხზე მეტყველებს და ამით ჩვენც ამაყები ვართ. ეს პროექტი არის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის განვითარების საქმეში,”- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

პრეზენტაციას დაესწრნენ შპს საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, საქართველოს საავიაციო სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, ილიაუნისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ასევე, ავიაკომპანიების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.

კლიმატოლოგიურ ცნობარში მოცემული ინფორმაცია საავიაციო მიზნებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ამ ინფორმაციას მომხმარებელთა უფრო ფართო წრე ჰყავს, რომლებსაც უფლება ეძლევათ, მასალა პროფესიონალური თვალსაზრისით გამოიყენონ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge