png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნეს გარემოს თანაბრად დააზიანებს

  • ეკონომიკა
  • 22.03.2016
  • 15:05
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნეს გარემოს თანაბრად დააზიანებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნეს გარემოს თანაბრად დააზიანებს - ასეთია ბიზნეს გაერთიანებების შეფასება იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის მიერაა ინიცირებული და პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

„იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უკვე არსებობს არაერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ცალკეულ სექტორებში უკვე არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტები, ვფიქრობთ რომ ახალი, პარალელური რეგულაციების შემოღება მძიმე ტვირთად დააწვება ბიზნეს, მომხმარებელს და სახელმწიფო ბიუჯეტს.

ევროკავშირთან ასოცირების პროცესში საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება  ლოგიკური და ბუნებრივი პროცესია, რასაც მთელ საზოგადოებასთან ერთად ქართული ბიზნესი სრულიად სერიოზულად და რაც მთავარია პასუხისმგებლობით ეკიდება, სწორედ აქედან გამომდინარე,  კერძო სექტორის და ბიზნეს გაერთიანებების მიერ კანონმდებლებისათვის შეთავაზებულ იქნა არაერთი შენიშვნა და არგუმენტი, რომ აღნიშნული კანონპროექტი სრულ  შესაბამისობაში ყოფილიყო ევროკავშირის რეგულაციებთან და ქვეყნის ეკონომიკურ რეალობასთან; ჩვენდა სამწუხაროდ და გასაკვირად, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სრულად იქნა იგნორირებული ბიზნესის დასაბუთებული არგუმენტები, შედეგად კი საკანონმდებლო ორგანო განიხილავს პროექტს, რომელიც არაერთ ასპექტში არათუ არ შეესაბამება, არამედ  ეწინააღმდეგება ევროდირექტივებს და აწესებს ისეთ მიზანშეუწონელ ვალდებულებებს, რასაც თავად ევროკავშირის კანონმდებლობაც კი არ ითვალისწინებს.

ხაზგასმით გვინდა აღვიშნოთ, რომ ერთი შეხედვით კეთილშობილური, მაგრამ ამავდროულად ევროკავშირის დირექტივასთან შეუსაბამო, უკვე არსებული კანონმდებლობის პარალელური ნორმების შემოღება, ქვეყნის ეკონომიკური რეალობის და საჭიროებების გაუთვალისწინებლად, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ათეულ ათასობით მოვაჭრეს თუ მეწარმეს, მსხვილ ბიზნესს კი მნიშვნელოვნად გაურთულებს ოპერირებას, მომხმარებლისათვის გააძვირებს პროდუქციის და მომსახურების ღირებულებას, შეამცირებს მათზე ხელმისაწვდომობას და უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე;

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონმდებლები ბიზნეს გაერთიანებების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და არგუმენტებს ამჯერად მაინც გაითვალისწინებენ და თავიდან იქნება აცილებული ის სერიოზული რისკები, რასაც ხსენებული პროექტი ქმნის ბიზნეს გარემოსათვის“, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო,  საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს მცირე და საშუალო  საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს ნავთობიმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge