png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროპარლამენტში პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 22.03.2016
  • 11:47
ევროპარლამენტში პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საგარეო პოლიტიკური და გარე საფრთხეების მიმართულებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების საერთო პოზიციები და გამოწვევების შესახებ რეზოლუციის პროექტი განიხილეს.

დოკუმენტში სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლების მიერ 111 ცვლილება იყო წარმოდგენილი. საქართველოს დელეგაციის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ რეზოლუციაში დამატების სახით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე და 2008 წლის ომის შემდგომ მიღწეული შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ითხოვა ყურადღების გამახვილება, რომელიც ევრონესტის წევრებმა გაიზიარეს და რეზოლუციაში მის ასახვას მხარი დაუჭირეს. 

კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს იმ დამატების შეტანასაც, რომელიც საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ეხება.

სხდომაზე, ევროპაში არსებულ საგარეო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარება მიმოიხილეს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გამოეხმაურა დღევანდელ მდგომარეობას როცა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეზობელი სახელმწიფოები, ირიბად თუ პირდაპირ ჩართულნი არიან კონფლიქტებში. როგორც აღინიშნა, ამ ვითარების მოგვარება საერთო ძალისხმევას საჭიროებს.

რეზოლუციაში აღწერილია პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ქმედებების განხორციელების მნიშვნელობა ისეთ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მშვიდობა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, განიარაღება და ტერორიზმი.
ასამბლეამ მნიშვნელოვან მიღწევად აღიარა ევროკავშირთან ასოცირების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ, რისი მეშვეობითაც მათ პირობა დადეს მხარი დაუჭირონ და წვლილი შეიტანონ მშვიდობის და სტაბილურობის განვითარების უზრუნველყოფაში რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.

კომიტეტის სხდომაზე გახილულ რეზოლუციის პროექტს უკვე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. დღეს გამართულ სხდომას საქართველოს პარლამენტიდან, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge