png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ „ჯი-ემ-პი“ საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს

  • ბიზნესი
  • 01.10.2015
  • 17:55
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ „ჯი-ემ-პი“ საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კომპანია შპს „ჯი-ემ-პი“ საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას შეძლებს.

 შპს „ჯი-ემ-პის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება წარმოადგენს, პროდუქციის სარეალიზაციო ბაზარი  კი  საქართველოს, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, სომხეთის, მოლდავეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და ბელორუსიის მასშტაბითაა განსაზღვრული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კომპანია „ჯი-ემ-პი“  გამოშვებული პროდუქტის პორტფელის გაფართოებას, ექსპორტის მოცულობის გაზრდას, ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და საწარმოს წარმადობის ზრდით ახალი პრეპარატების წარმოების შესაძლებლობის გაჩენას ისახავს მიზნად. 

 აღსანიშნავია, რომ საწარმო  აკმაყოფილებს „სათანადო წარმოების პრაქტიკის“ საერთაშორისო მოთხოვნებს, ფლობს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელ სერთიფიკატს და არის  „ფარმაცევტული ინჟინერინგის საერთაშორისო ასოციაციისა“  და „სუფთა ტექნოლოგიების პროფესიული გაერთიანების“ წევრი. შპს „ჯი-ემ-პიში“ დასაქმებულთა ოდენობა 290 პირს უტოლდება, პროქტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 2,6 მლნ. დოლარს შეადგენს.

 შეგახსენებთ, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პირველი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში მეწარმეობის განვითარებას. ამავდროულად, პროგრამა ქვეყნის მასშტაბით სამეწარმეო კულტურის დანერგვას ემსახურება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენაა მიმართული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge