უკრაინა ყირიმის ხიდის საბოლოო განადგურებისთვის ემზადება - The Telegraph
- მსოფლიო
- 28.11.2026
- 19:22
უკრაინა ყირიმის ხიდის სრულად განადგურებისთვის ახალ დარტყმებს ამზადებს. გამოცემა The Telegraph, სამხედრო წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო სარდლობას ხიდის დარჩენილი ნაწილის განადგურება დაავალა.
„პრეზიდენტს მისი სრულად განადგურება სურს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა სამხედრო წყარომ და დასძინა, რომ ახალი დარტყმები უკვე მზადდება.
შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს უკრაინულმა დრონებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა ქერჩის სრუტეზე მდებარე ხიდს მასშტაბური დარტყმა მიაყენეს. შედეგად, ხიდის საავტომობილო ნაწილის დაახლოებით 227-მეტრიანი მონაკვეთი საყრდენ თაღთან ერთად წყალში ჩავარდა.
The Telegraph-ის ცნობით, უკრაინულმა რაკეტებმა „ნეპტუნმა“ ასევე მნიშვნელოვნად დააზიანა ხიდის გამაგრებული სარკინიგზო მონაკვეთი, რომელსაც რუსეთი მძიმე სამხედრო ტვირთის გადასაზიდად იყენებს.
გამოცემის წყაროს განცხადებით, ხიდის დაზიანებამ მნიშვნელოვნად შეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ყირიმში საკუთარი სამხედრო ძალები მოამარაგოს.
ყირიმის ხიდი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს და მოსკოვისთვის მნიშვნელოვან სამხედრო-სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს.