png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა

  • საზოგადოება
  • 21.10.2026
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის – საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.

კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:

1.      შპს  TV პროექტი – უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა  სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;

2.      შპს  ალფა სტუდიო –  უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე – 21 800 ლარი;

3.      შპს ლუმა დეველოპმენტ – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) – 53 624.10 ლარი;

4.      შპს ჯი თი ჰოლდინგი – სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა – 133 230 ლარი;

5.      შპს ვი თი სერვისი – რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება  33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;

6.      ი/მ გიორგი კვიჟინაძე – სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით –  2 850 ლარი;

7.      შპს თელედა – დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა – 10 150 ლარი;

8.      შპს დისქოვერი – სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) – 29 400 ლარი;

9.       შპს ეიჩემსი ჯორჯია-  სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი;

10.  შპს ფლორერია –  სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 26 550 ლარი;

11.  შპს ჯეოვოისი  – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები)  – 215 600 ლარი;

12.  შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) – დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით  ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) – 93 886,70 ლარი;

13.  ი/მ ცირა ჭყონია – ტაძრის ინტერიერის,  დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 16 200 ლარი;

14.  შპს ვი თი სერვისი – 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) – 6 000 ლარი;

15.  ი/მ თამამ იუსუფ ყიზი – წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი – 300 ლარი;

16.  შპს ჯიჯიეს პრინტი – საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება – 11  362.50 ლარი;

17.  შპს სეთ აფ ივენთსი – ჯებირებით,  კაბელ – კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი;

18.  ი/მ ცირა ჭყონია – ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი;

19.  შპს ფავორიტი სტილი – 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის – 8 050 ლარი;

20.  შპს ჯენი 1994 – უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება – 8 600 ლარი;

21.  შპს ტგ-ტვ – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება – 1 500 ლარი;

22.  შპს ფიური ფილმვორქს – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 4 531.20 ლარი;

23.  ი/მ გიორგი კობახია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება – 2 000 ლარი;

24.  ი/მ ლევან აბულაძე – დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება – 700 ლარი;

25.  ი/მ ილია კიკაბიძე – პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) – 1 000 ლარი;

26.  ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 638 ლარი.

ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა – შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი – სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.

შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.

გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ტეგები:
  • ილია მეორე
  • ილია II
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge