png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ. ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით! - ღარიბაშვილი “ოცნებას“

  • კომენტარები
  • 21.09.2026
  • 22:20
თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ. ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით! - ღარიბაშვილი “ოცნებას“

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან სკანდალურ წერილს აქვეყნებს, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს.

როგორც ის წერს, “ოცნებამ“ საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნია და ხალხში უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში გააჩინა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების ცრუ და ბინძური პროპაგანდა სასაცილო და უსუსური მეთოდებით აგრძელებს ჩემს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, რაც მხოლოდ შიშით არის ნაკარნახევი. ასევე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების ფარისევლური და ყალბი განცხადებები, რაზეც მინდა შემდეგნაირად ვუპასუხო: როგორც ვატყობ, ძალიან გაერთეთ და როლში შეხვედით. ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა.

ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი. თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!,- წერს ღარიბაშვილი. 

ტეგები:
  • ირაკლი ღარიბაშვილი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge