ბაღებში ნოროვირუსის აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს. სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ინფიცირებული - მაია ბუწაშვილი
- კომენტარები
- 20.09.2026
- 11:57
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ნოროვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ
სასწრაფოდ გამოსაკვლევია (უფრო სწორად უკვე უნდა იყვნენ გამოკვლეულები) ყველა ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ბაღების საკვებით მომარაგების დაწესებულებებში. ვირუსის არსებობა განავალში აღმოჩენადია 2 კვირა. შესაბამისად, ახლა ადვილია ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა. ან შეიძლება უკვე მანამდე ინფიცირებული საკვები მოხვდა ბაღის დისტრიბუტორებთან.
მოკლედ, ახლა ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე“.