png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.09.2026
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი

"ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე დავა მიმდინარეობს.

"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება - ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ.  ვისკენაც არ უნდა გაიშვიროს თითი კობახიძემ, იმ მოცემულობას რომ "ოცნება" მიზანმიმართულად მავნებლობს უცხოელ ინვესტორებთან კონტრაქტების გაფორმებისას, ვერაფერი შეცვლის!

კომპანია "მაგთისთან" "ოცნებას" 154 მილიონი დოლარი აქვს არბიტრაჟში წაგებული, კომპანია "ინტერრაოსთან" 112 მილიონი დოლარი და თურქულ კომპანია „ენკასთვის“ გადასახდელი აქვს 400 მილიონი დოლარი. მხოლოდ ეს სამი ჩაშლილი პროექტი ქართველ ხალხს მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება. 
 
„ენკას“ შემთხევაში ივანიშვილის რეჟიმმა ჯერ ხელი მოაწერა სრულიად გაურკვეველ და დაუსაბუთებელ პროექტს, რომლის განხორიციელების ლეგიტიმაციაც მას არ გააჩნდა, შემდეგ კი უკან დაიხია, რის ფასსაც საქართველოს მოქალაქეები და ქართული სახელმწიფო გადაიხდიან.
 
400 მილიონი დოლარი 1 მილიარდ ლარზე მეტია. ეს არის თანხა, რომლითაც სრულად შეიძლებოდა დაფინანსებულიყო მაგალითად, სკოლებში უფასო კვების პროგრამა, ეს არის თანხა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა პენსიის 92 ლარით ზრდა 1 წლის განმავლობაში.
 
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი საარბიტრაჟო დავა, რომელიც საქართველომ ივანიშვილის რეჟიმის გამო წააგო. საქართველომ ასევე უნდა გადაიხადოს რუსულ Inter Rao-სთან არბიტრაჟის წაგებისთვის დაკისრებული 112 მილიონი დოლარი. 
 
გარდა ამისა, საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე დავა მიმდინარეობს, რაც საქართველოს ბიუჯეტისთვის დამატებითი ფისკალური რისკების წყაროა.
 
რაც მთავარია, ასეთი დავების წაგება იწვევს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის განადგურებას და ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებას. მათ შორის, სწორედ ამიტომ ვერ იქმნება სამუშაო ადგილები, ვერ იზრდება პენსია, რეკორდულად იზრდება ფასები და სკოლაში ბავშვებს შიათ...
 
2026 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.2%-ით შემცირდა და ასეთი საარბიტრაჟო დავების წაგება ისედაც რეკორდულად შემცირებული ინვესტიციების რაოდენობას მინიმუმადე დაიყვანს!
 
ეს არის „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგი და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ არბიტრაჟში წაგებული ყველა დავის უკან არის კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული სქემა, რომელიც "ოცნებაში" ელიტური კორუფციის უდიდესი წყაროა და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სწორედ ასეთი კრიმინალური ხელშეკრულებების გამოძიება იქნება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. .

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge