png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

INEOS Automotive ქართულ ბაზარზე - ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ავტო გალერი“ გახდა

  • ბიზნესი
  • 08.09.2026
  • 16:53
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე - ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ავტო გალერი“ გახდა

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ბრიტანული ავტომწარმოებლის, INEOS Automotive-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე INEOS-ის ავტომობილების მიწოდებასა და მომხმარებლებისთვის გაყიდვების შემდგომ მომსახურებას უზრუნველყოფს.

„ავტო გალერის“ მულტიბრენდულ შოურუმში მალე მომხმარებლებს INEOS Automotive-ის ფლაგმანი მოდელი Grenadier-იც დახვდება,  რომელიც კლასიკური 4x4-ის კონცეფციას ეფუძნება და გამძლეობაზე, ფუნქციურობასა და რთულ პირობებში გადაადგილებაზეა ორიენტირებული. მისი სამოდელო ხაზი რამდენიმე ვერსიასა და კონფიგურაციას აერთიანებს, მათ შორის Station Wagon-სა და Quartermaster-ის პიკაპს.

ნოდარ ჭირაქაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „INEOS Automotive ძალიან საინტერესო ახალი ბრენდია, რომელმაც პოპულარობა მოკლე დროში მოიპოვა. ვფიქრობთ, მისი პროდუქტი საქართველოს ბაზარს განსაკუთრებით კარგად ერგება ქვეყნის მთაგორიანი რელიეფისა და ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან მაღალი გამავლობის ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით.

ასევე შთამბეჭდავია თავად ბრენდის ისტორიაც. Grenadier-ის შექმნის წინაპირობად კლასიკური Land Rover Defender-ის წარმოების შეწყვეტა იქცა, ხოლო ავტომობილის განვითარებაში INEOS-მა ავტოინდუსტრიის გლობალური ლიდერების საუკეთესო გამოცდილება გამოიყენა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი ბრენდები და მოდელები, რომლებიც მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. სწორედ ამიტომ, როგორც კი INEOS Automotive-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა მოგვეცა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით“.

2017 წელს კომპანიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბრიტანელმა ბიზნესმენმა სერ ჯიმ რეტკლიფმა კლასიკური Land Rover Defender-ის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიტყო. Grenadier-ის კონცეფცია სწორედ ამ ცნობილ ბრიტანულ 4x4 ავტომობილს დაეფუძნა. Defender-ის შთაგონებით რეტკლიფმა გადაწყვიტა, შეექმნა ავტომობილი, რომელიც კლასიკური ოფროუდერის გამძლეობასა და ფუნქციურობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, უსაფრთხოებასა და კომფორტთან გააერთიანებდა. Grenadier-ის სახელწოდება კი ლონდონში, ბელგრავიაში მდებარე პაბს The Grenadier-ს უკავშირდება - ადგილს, სადაც რეტკლიფი, მეგობრებთან ერთად, ახალი ავტომობილის იდეას განიხილავდა.

INEOS-მა ახალი ავტომობილი ავტოინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან პარტნიორებით, მათ ტექნოლოგიებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა. Grenadier-ში გამოიყენა გერმანული ავტომწარმოებლის BMW-ს 3.0-ლიტრიანი, რიგითი ექვსცილინდრიანი B57 დიზელისა და B58 ბენზინის ძრავები და ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფები. ავტომობილის საინჟინრო განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი Magna Steyr-ს მიუძღვის, ხოლო მისი კომპონენტების ნაწილს ისეთი მწარმოებლები უზრუნველყოფენ, როგორებიცაა Carraro, Brembo, Bosch, Eibach, Tremec, Dana Spicer და RECARO. სერიული წარმოებისთვის კი, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, INEOS-მა Mercedes-Benz-ისგან საფრანგეთში ჰამბახის ქარხანა შეიძინა.

დენ ბალმერი,  INEOS-ის რეგიონული დირექტორი: „საქართველო ჩვენთვის კავკასიის რეგიონში პირველი ბაზარი იქნება. ეს არის რეგიონი, რომელიც ულამაზესი მთებით, მდინარეებითა და ოფროუდისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გამოირჩევა. Grenadier სწორედ ასეთ გარემოში საუკეთესო გამოცდილების მისაღებად შეიქმნა. პირველ რიგში, მიზანი საქართველოში მომხმარებლების ნდობის მოპოვებაა, რის შემდეგაც კავკასიის სხვა ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობებსაც განვიხილავთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის დიდი მოცულობის წარმოებაზე გათვლილი ბრენდი. Grenadier არის გამორჩეული ხასიათის ავტომობილი, რომელსაც ერთგული და მოტივირებული მომხმარებლები ჰყავს.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო მომსახურებისა და გამოცდილების შეთავაზებას, ასევე გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამავე პრინციპებს იზიარებს „თეგეტა“, რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორი, რომელიც პარტნიორად ავირჩიეთ. პრემიუმ და სპეციალიზებული ბრენდების ფართო სპექტრის წარმომადგენლობის გამოცდილება, რომელიც ამ კომპანიას აქვს, ჩვენს სამიზნე მომხმარებელს იდეალურად შეესაბამება“.

დღეს მსოფლიოს გზებზე 36 000-ზე მეტი Grenadier დადის. მის სამოდელო ხაზში შედის Station Wagon, კლასიკური ხუთკარიანი 4x4 ავტომობილი, ხუთადგილიანი პიკაპი Quartermaster, პროფესიულ გამოყენებაზე ორიენტირებული Utility Wagon და სპეციალიზებული დანიშნულებისთვის შექმნილი Quartermaster Chassis Cab. სხვადასხვა ვერსია განსხვავებულ საჭიროებებს პასუხობს – Trialmaster უფრო რთული ოფროუდ პირობებისთვისაა განკუთვნილი, Fieldmaster კი დამატებით კომფორტსა და სათავგადასავლო-სამოგზაურო მიმართულებას აერთიანებს.

საქართველოში INEOS Automotive-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლის, „ავტო გალერის“ მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ როგორც ბრენდის ავტომობილების შეძენას, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურებისა და სრული საგარანტიო სერვისის მიღებას.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე წლებია  ოპერირებს. მულტიბრენდული შოურუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის შოურუმები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განთავსებული. გარდა ავტომობილებისა, „ავტო გალერი“ Polaris-ისა და Indian-ის, ასევე Segway-სა და Club Car-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ახლა კი ამ ბრენდების ჩამონათვალს INEOS Automotive-იც შეუერთდა.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge