png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი

  • საზოგადოება
  • 25.08.2026
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს რაც სათქმელია ბოლომდე თქვას. 

ირმა ინაშვილი, არ გამორიცხავს, რომ "კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს" მისი დაჭერაც ჰქონდეს განზრახული. 

"მორიგჯერ ვცემ პასუხებს დასმულ შეკითხვებზე:
მე არანაირ კამპანიას არ ვმართავ და არც არასდროს ვმართავდი - არც ვინმეს წინააღმდეგ და არც ვინმეს მხარდასაჭერად. მე ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებ და ვიცავ ჩემს პოზიციებს, ეს კი, კამპანია არ არის, ეს აზრის გამოხატვის უფლებაა, კამპანია სულ სხვა რამეს ნიშნავს.
ირაკლი ღარიბაშვილი იყო და არის ჩემი მეგობარი და თუ რამით შემიძლია გვერდში დავუდგე, დავუდგები. ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი არ დგას ჩემს უკან და არც არასდროს არ მდგარა, ღარიბაშვილი წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“, მე- პატრიოტთა ალიანსს და ეს ყოველთვის ორი განსხვავებული პოლიტიკური გუნდი იყო. 
საჯარო ინფორმაციის გარდა ანუ ღარიბაშვილის წერილების ან მისი ადვოკატების განცხადებების გარდა, მე არანაირ სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. ინფორმაციას, ისევე როგორც სხვები, მეც მხოლოდ საჯარო სივრციდან ვიღებ.
დღეს მე ვხედავ, რომ ღარიბაშვილს ახალ ბრალს უყენებენ ანუ ხდება ის, რაზეც თავად ღარიბაშვილმა დაწერა, რომ მას ემუქრებოდნენ ახალი საქმის აღძვრით. 
მე მჯერა ღარიბაშვილის განცხადების ანუ მჯერა, რომ მას ივლისში მართლა მიუტანეს წერილი და რადგან ღარიბაშვილი ამბობს, რომ წერილი მდინარაძისგან იყო, მე ამისი მჯერა. 
ამ წერილში ჩემი გვარი რატომ გაჩნდა? წესით, არ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ მე ამ საქმეებთან არანაირი შეხება არა მაქვს, მაშინ რატომ გაჩნდა? 
ვფიქრობ, კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ჩემი და ჩემი მეგობრების რაღაცა ხაფანგში გაბმას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაიმე დიდი პროვოკაცია იყოს დაგეგმილი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ საჯაროდ ვამხელთ კობახიძეს, ეს ჯგუფი დღეს ქვეყანაში ყველაზე სახიფათო ჯგუფია, ამ ჯგუფმა უამრავი ხალხი დაიჭირა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დაჭერაც სურთ! 
კვლავ ღარიბაშვილზე- ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, სრულიად ნათელია, რომ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ღარიბაშვილს დააბრალოს ჯარის გაძარცვა. არსებობს ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარე თემები: საბავშვო ბაღები, სკოლა, პენსიონერები, ჯარი... ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ადამიანს გულზე ხვდება, ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს და თუ კაცის მოსპობა გინდა, მას ან ჯაშუშობა უნდა დააბრალო ან ბავშვების, პენსიონერებისა და ჯარის ძარცვა. ჩემი აზრით, ახლა სწორედ ეს ხდება. ღარიბაშვილს უნდა დააბრალონ ჯარის გაძარცვა და მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე. ჯერ ერთი - მოვლენებს დაასწროს და, რაც მთავარია, ხალხს გააგებინოს მისი სიმართლე. 
ღარიბაშვილის ოჯახის წევრები დაკავშირებულნი იყვნენ ღვინის ბიზნესთან, ეს ერთი თემაა: უნდა აესახა თუ არა ხსენებული ინფორმაცია დეკლარაციაში (შეგახსენებთ, რომ სწორედ ამის გამოა დაპატიმრებული), მაგრამ ეს ხომ ცხადყოფს, რომ ღარიბაშვილს არ ჰქონდა საჭიროება,- ბურჭულაძისგან ნაწილ-ნაწილ ქრთამის აღების?! ბურჭულაძე დღეს ციხეშია, მე არვიცი, რა ზეწოლაა მასზე, მაგრამ ვუშვებ აზრს, რომ ის იძულებული გახადეს ხელი დაედო ღარიბაშვილისთვის. ამ აზრს მიძლიერებს ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ არანაირი ქრთამი არ ყოფილა, რომ ღარიბაშვილი ამ ბრალს არ აღიარებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ დღეებში კიდევ ბევრი რამეს მოეფინება ნათელი", - წერს ირმა ინაშვილი. 

ტეგები:
  • ირმა ინაშვილი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge