png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

  • ბიზნესი
  • 14.08.2026
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

25%-მდე ფასდაკლება პროდუქტებსა და სერვისზე - „თეგეტა“ ყოფილ თანამშრომლებზე ზრუნვის ახალ პროგრამას იწყებს. კომპანიის გადაწყვეტილებით ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში „თეგეტა ჰოლდინგში“ უმუშავიათ, შესაძლებლობა ექნებათ, „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური პირობებით ისარგებლონ. ახალი შეთავაზება ყოფილი თანამშრომლებისთვის იმავე ტიპის ბენეფიტებს მოიცავს, რომლებითაც ამჟამად მოქმედი თანამშრომლები სარგებლობენ.

პროგრამა ავტოსერვისსა და ავტოპროდუქტებზე გავრცელდება, მათ შორის საბურავებზე, აკუმულატორებზე, ავტონაწილებსა და ავტომობილის მოვლის საშუალებებზე. ყოფილი თანამშრომლები პროდუქტებსა და სერვისზე 20-დან 25%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება იმოქმედებს ერთიანად ან ეტაპობრივად განხორციელებულ, ჯამში, 2 500 ლარამდე ღირებულების შენაძენზე. აღნიშნული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ 4 000 ლარამდე დანახარჯზე ფასდაკლება 10%-მდე შემცირდება. 4 000 ლარის შემდეგ კი მომხმარებლები სტანდარტული პირობებით ისარგებლებენ.

ინიციატივა მხოლოდ კომერციული შეთავაზება არ არის და ის პირდაპირ უკავშირდება „თეგეტას“ კორპორაციულ კულტურას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადამიანებზე ზრუნვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაა.

ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თანამშრომლებზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ეს პროგრამაც თანამშრომლებისთვის მხარდაჭერის მიზნით შევქმენით. უკვე მრავალი წელია, „თეგეტაში“ მუშაობა განსაკუთრებულ გამოცდილებად მიიჩნევა. ეს არის გარემო, სადაც ადამიანები პროფესიულად იზრდებიან და საერთო წარმატებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

4 000 ლარი დღევანდელი ფასებით, საშუალო სტატისტიკურად, ერთი ავტომობილის წლიური მოვლის სრულ ხარჯს უტოლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში თავიანთი ავტომობილების ფინანსურად ხელსაყრელ პირობებში მოვლის შესაძლებლობას იღებენ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში აქ უმუშავიათ, კვლავ იგრძნონ, რომ კომპანიას ეს შრომა ახსოვს, აფასებს და თითოეული მათგანი კვლავაც ღირებულია. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს შეთავაზება - მადლიერებისა და ზრუნვის ნიშნად, რათა მათ კომპანიასთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, „თეგეტელობის“ განცდა შეინარჩუნონ. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს კომპანიასა და ადამიანებს შორის“.

პროგრამაში ჩართვა სპეციალური ბაზის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელიც კომპანიის HR დეპარტამენტს აქვს მომზადებული და სადაც წლების განმავლობაში დასაქმებული თანამშრომლების მონაცემებია დაცული.

ამ ეტაპზე შეთავაზება მხოლოდ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ადგილზე მისვლისას იმოქმედებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ინიციატივა, პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge