png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური

  • კომენტარები
  • 04.08.2026
  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური

„ცოტნეს ნახევარსაუკუნოვანი სევდიანი იუბილე…

7 წელი ყოველდღიური ბრძოლა სიცოცხლისთვის, რეაბილიტაციისთვის, ღირსებისთვის.

7 წელი საკუთარი სახლიდან დევნილობისა და ხიზნობის.

რაოდენ მტკივნეული უსამართლობაა, რომ დღეს, საკუთარი მამის მიერ ცოტნესთვის დატოვებულ სახლში თვითნებურად ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას  ე რ თ ა დ ე რ თ  ანდერძში ერთი სიტყვითაც კი არ არის მოხსენიებული; ადამიანი, რომელსაც, სწორედ ზვიადის ნებით, კოლხურ კოშკში ერთი კვადრატული მეტრიც არ ეკუთვნის; ადამიანი, რომელზეც ცოტნე საჯაროდ წერდა, რომ მასზე დიდი მტერი არ ჰყავდა… და მაინც, იქ ცხოვრობს და სახლის მეპატრონეს არ უშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უმწეოა და საკუთარი უფლებების დაცვას თავად ვერ ახერხებს.

ყველაზე ადვილია უმწეო ადამიანს ისე მოექცე, თითქოს ის აღარ არსებობს. მაგრამ ცოტნე არსებობს. ცოცხალია. და, მისი მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შინ დაბრუნება, თითოეული მისი მკურნალი პროფესორის კატეგორიული რეკომენდაციით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი...

50-ე დაბადების დღეს გილოცავ, ცოტნე. ერთი რამ ხომ ზუსტად იცი - მე შენთან ვარ დღეს და ყოველთვის“, - წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში.

ტეგები:
  • ცოტნე გამსახურდია
  • ანა ჯაბაური
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge