png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე

  • მსოფლიო
  • 01.08.2026
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ამ საკითხში აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, გადასცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიას.

მისი თქმით, ამერიკული იარაღი „მსოფლიოში საუკეთესოა“, ამიტომ შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებისთვის მისი წარმოების ნებართვის გაცემის საკითხში „ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა იმოქმედოს“.

„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის, მას რამდენიმე Patriot-ის სისტემა სურს. ასევე სურს რამდენიმე Tomahawk-ის რაკეტა, რომლებიც, როგორც იცით, მომაკვდინებელია,  ერთი შეტევისთვისაა, მეორ თავდაცვისთვის“, -განაცხადა ტრამპმა.

 ამ შეიარაღების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„მსგავსი არაფერი არავის არასდროს უნახავს. ძალიან გონივრულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ასევე ძალიან ფრთხილებიც. ჯერჯერობით ამაზე არ დავთანხმებულვართ. ამ საკითხს განვიხილავთ. თუმცა ასეთი ტექნოლოგიის გადაცემა ადვილი საქმე არ არის. და არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოხდეს“, - დასძინა ტრამპმა.

ამასთან,  აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც აშშ იარაღის წარმოების ლიცენზიას გადასცემს, მომავალში ეს ტექნოლოგია ვაშინგტონის წინააღმდეგ გამოიყენონ.

„იცით, არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ეს ტექნოლოგია სხვებს გადასცენ, და ერთ დღეს ისინი შესაძლოა თქვენს წინააღმდეგაც შემობრუნდნენ. იცით, ეს სავსებით შესაძლებელია. თუ ომების ისტორიას გადავხედავთ, მსგავსი რამ ბოლო წლებში არაერთხელ მომხდარა, არა? ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - თქვა მან. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge