png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია

  • პოლიტიკა
  • 21.07.2026
  • 16:37
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

"დღის წესრიგი, ბუნებრივად, გადავსებულია ინფორმაციით, თუ რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერებს. სინამდვილეში კი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას. დე ფაქტო მმართველი, რომელიც ევროპას და ამერიკას აცხადებს მტრად; დე ფაქტო მმართველი, რომელიც საკუთარ თავს აიგივებს სახელმწიფოსთან; დე ფაქტო მმართველი, რომელიც ყველაზე დიდ მტერს, 21-ე საუკუნის კიბოს - რუსეთს მეგობრად მიიჩნევს და რომლისთვისაც ადამიანი არ წარმოადგენს არანაირ ფასეულობას, არც საკუთარ გარემოცვაში მყოფი და მითუფრო არც ოპონენტებში, ვერ უნდა ქმნიდეს დღის წესრიგს. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ ყოველდღიურად, რადგან ჩვენ ვერჩით მას და აუცილებლად დავამარცხებთ, მიუხედავად იმისა, რამდენწლიან სასჯელს მოიგონებს ოპონენტებისთვის.

ამ გამარჯვებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ერთიანობა, არამედ თანმიმდევრული და დისციპლინირებული მუშაობა. ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს; უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას; არა კამათს, რომელ არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას, არამედ ბრძოლას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ყოველ დილით თქვენ უნდა გიხსნიდეთ ოპოზიცია, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; რომ დასავლეთი გაძლიერებულია და რუსეთი დასუსტებული. უნდა ხედავდეთ, როგორ იცავს ოპოზიცია უსამართლოდ დაჩაგრულ ნებისმიერ ადამიანს; როგორ ამხელს და აშიშვლებს სისტემას. აი, ეს უნდა ვაკეთოთ ყოველდღე. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია და გვევალება. ბოლომდე!" - წერს ხოშტარია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge