png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა

  • ბიზნესი
  • 20.07.2026
  • 17:27
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ინფორმაციით, ახალი Toyota RAV4-ის მიმართ ინტერესი ოფიციალურ პრეზენტაციამდე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. შეკვეთების მიღება ავტომობილის წარდგენისთანავე დაიწყო და მსურველთათვის ისევ გრძელდება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ოფიციალურ წარდგენამდე მომხმარებელთა მაღალი ინტერესი Toyota-ს ბრენდისა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მიმართ არსებული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ღონისძიების მიზანი სტუმრებისთვის განსხვავებული გამოცდილების შექმნა იყო - ავტომობილის ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ბრენდის ღირებულებების ხელოვნების ენით წარმოჩენა. პრეზენტაციას დაესწრნენ კომპანიის პარტნიორები, კორპორაციული და საცალო მომხმარებლები, სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ „თიბისი დაზღვევა“, „ალდაგი“ და GPI.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „გვინდოდა, ახალი Toyota RAV4-ის პრემიერა ტრადიციული პრეზენტაციის ფორმატს გასცდენოდა და სტუმრებისთვის სრულიად განსხვავებული გამოცდილება შეგვეთავაზებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი სფერო ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ავტომობილი სპექტაკლ-წარმოდგენის ფორმატში წარგვედგინა. ვფიქრობთ, ეს კონცეფცია საუკეთესოდ გამოხატავს ახალი RAV4-ის მთავარ ღირებულებებს - ინოვაციას, ტექნოლოგიას, ემოციასა და მოძრაობის თავისუფლებას.

ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები მომხმარებელთან ურთიერთობის ნაწილია. გვინდა, ადამიანებმა არა მხოლოდ ახალი ავტომობილი ნახონ, არამედ ის ღირებულებები და დამოკიდებულება იგრძნონ, რომელთანაც Toyota უკვე ათწლეულებია, ასოცირდება. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება აძლიერებს ნდობას ბრენდის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლის არჩევანი სწორ გადაწყვეტილებას ეფუძნება“.

ახალი თაობის Toyota RAV4 კიდევ უფრო გაუმჯობესებული კომფორტით, დახვეწილი დიზაინითა და ახალი თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიით გამოირჩევა. ავტომობილი როგორც მძღოლის, ისე მგზავრების უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. ახალი ჰიბრიდული სისტემა კი მას ერთდროულად მეტად მძლავრსა და ეკონომიურს ხდის, ხოლო განახლებული დიზაინი ელეგანტურობასა და დინამიკურ, სპორტულ ხასიათს შორის ბალანსს ქმნის.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ინფორმაციით, ახალი Toyota RAV4-ის მიმართ ინტერესი ოფიციალურ პრეზენტაციამდე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. შეკვეთების მიღება ავტომობილის წარდგენისთანავე დაიწყო და მსურველთათვის ისევ გრძელდება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ოფიციალურ წარდგენამდე მომხმარებელთა მაღალი ინტერესი Toyota-ს ბრენდისა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მიმართ არსებული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge