png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა

  • ბიზნესი
  • 10.07.2026
  • 17:06
„თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა

„თეგეტა მოტორსის“ უნივერსიტეტის #6-ში მდებარე ფილიალში Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის - Dare to Lead - პირველი ღონისძიება გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ლიდერობაზე, ორგანიზაციულ ტრანსფორმაციასა და ინოვაციებზე იმსჯელეს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დოქტორმა ჯიმი ჯაინიმ, რომელიც Forbes Coaches Council-ის წევრი, წიგნის Design Thinking for Startups ავტორი და ინოვაციების სფეროს საერთაშორისო ექსპერტია. ის სტუმრებს დიზაინ-აზროვნების, ადამიანზე ორიენტირებული ინოვაციებისა და AI-ს გამოყენებით თანამედროვე ლიდერობის პრაქტიკაზე ესაუბრა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, ბექა ციცქიშვილი, რომელმაც დამსწრეებს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის გზა და მომავლის ხედვა გააცნო. პრეზენტაცია შეეხო იმ ცვლილებებს, რომლებიც „თეგეტას“ ხელოვნური ინტელექტის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და პარტნიორული ინოვაციების მიმართულებით უკვე სისრულეში მოჰყავს.

ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი: „ტექნოლოგია ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მაგრამ დიდი გამოწვევა ადამიანების, პროცესებისა და კულტურის ცვლილებაცაა. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც არა მხოლოდ ადაპტირდება ცვლილებებთან, არამედ თავად ხდება ინოვაციისა და ტრანსფორმაციის კატალიზატორი.

ავტოინდუსტრია ეტაპობრივად გადადის ავტომობილის ერთჯერადი გაყიდვის მოდელიდან მომხმარებელთან უწყვეტ ურთიერთობაზე, სადაც ციფრული სერვისები, პროგნოზირებადი მომსახურება და ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის გამოცდილების განუყოფელი ნაწილი ხდება. შესაბამისად, მდგრადი ციფრული განვითარებისთვის ძლიერი ტექნოლოგიური საფუძველი ადამიანების განვითარება და ახალი ინსტრუმენტების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებაა“.

Dare to Lead არის Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ახალი ლიდერშიფსერია, რომელიც ქართველი სტარტაპერებისთვის, ბიზნესლიდერებისა და ნოვატორებისთვის საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ისახავს მიზნად. სამნაწილიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ლიდერობის, ორგანიზაციული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე იმსჯელებენ.

ქეით ლუისი, Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს დირექტორი:„გვჯერა, რომ ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემები მხოლოდ აქსელერაციის პროგრამებით არ იქმნება. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ Dare to Lead - სივრცე, სადაც ქართველ სტარტაპერებს, ბიზნესლიდერებსა და საერთაშორისო ექსპერტებს ერთმანეთისგან სწავლა და ახალი ხედვების გაზიარება შეეძლებათ. Startupbootcamp Georgia-სთვის ეს ჩვენი მისიის ბუნებრივი გაგრძელებაა - არა მხოლოდ სტარტაპების მხ არდაჭერა, არამედ ძლიერი და ერთმანეთთან დაკავშირებული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა. მოხარული ვართ, რომ ამ ინიციატივას თეგეტასთან პარტნიორობით ვიწყებთ“.

Rainmaking Innovation Europe მსოფლიოს 27 ქვეყანაში კორპორაციული ინოვაციებისა და ვენჩურული განვითარების პროექტებს ახორციელებს, ხოლო მისი გლობალური აქსელერაციის პროგრამის, Startupbootcamp-ის, ფარგლებში უკვე 1 800-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა აქსელერაცია და, ჯამში, 3.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოში პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით რეალიზდება და ადგილობრივ სტარტაპებს საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

სწორედ თანამშრომლობის მსგავსი მოდელი შეესაბამება „თეგეტა ჰოლდინგის“ ხედვასაც. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მობილობის მომავალი ღია ინოვაციებსა და პარტნიორობაზე შენდება. ამიტომ „თეგეტა“ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს სტარტაპებთან და ნოვატორებთან, სთავაზობს მათ რეალურ ინდუსტრიას, მომხმარებლებსა და მონაცემებს - ეკოსისტემას, რომელშიც საკუთარი ტექნოლოგიების გამოცდისა და განვითარების შესაძლებლობა აქვთ.

--

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge