png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ძალიან მივქარავთ, როცა ალეკო ელისაშვილს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებს, რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი - ნიკა გვარამია

  • კომენტარები
  • 10.07.2026
  • 15:33
ძალიან მივქარავთ, როცა ალეკო ელისაშვილს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებს, რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი - ნიკა გვარამია

პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმიანება.

„13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს. ჩემი აზრით, ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებს. წისქვილის ქვა დაატრიალეს ალეკოს თავს და ამ ვითარებაში რომ წონასწორობა დაეკარგა, ნამდვილად არაა გასაკვირი. რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი და იმსახურებს მხარდაჭერას ისიც და მისი ოჯახიც!

ალეკო, შენ გვერდით ვარ! არ იფიქრო, რომ არ მახსოვხარ და არ გგულშემატკივრობ! მალე თავისუფლებაზე“, - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს  თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge