png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

  • მსოფლიო
  • 10.07.2026
  • 14:23
უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდებმა, რომლის შეიარაღებაშიც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მათთვის განკუთვნილი რაკეტებია, უკრაინას საკუთარი არსენალებიდან უკვე გადასცა ყველაფერი, რის გადაცემაც შეეძლო. ახლა კი საჭიროა, სხვა ქვეყნებზე ზეწოლა, რათა მათ მეტი წვლილი შეიტანონ, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომ ბერენდსენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ ნიდერლანდების ხელმძღვანელობამ ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, უკვე გადავეცით. ახლა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან მოლაპარაკებების დროს, ვცდილობთ გავიგოთ, როგორ შევძლოთ სხვა ქვეყნების წახალისება, რომ მათ მეტი გააკეთონ“, - განაცხადა ბერენდსენმა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანამ უკრაინას Patriot-ის სისტემები გადასცა და ასევე აშშ-ის შეიარაღების პაკეტებიც დააფინანსა PURL-ის ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნა, რომ ნიდერლანდებს „აქვს როგორც შესაძლებლობა, ისე სურვილი, მომავალშიც განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა.“

„ყველაფერი, რასაც უკრაინაში ვაბანდებთ, ჩვენი უსაფრთხოების ინვესტიციაა. ეს ასეა იმ ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციების წყალობითაც, რომლებიც დღეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ვითარდება. თუმცა, საჭიროა, უფრო აქტიურად მოვუწოდოთ სხვა ქვეყნებსაც, რომ ჩაერთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ. ამას კი უკრაინასთან ერთად ვაკეთებთ,“ - განაცხადა ბერენდსენმა.

მინისტრს არ დაუსახელებია ქვეყნები, რომელთაგანაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერაში უფრო აქტიურ ჩართულობას ელოდებიან. თუმცა მან ხაზი გაუსვა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ პროცესში მოწინავე როლს ასრულებენ, და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

„ყველამ იცის, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, გერმანია, პოლონეთი და სხვებიც წლების განმავლობაში ძალიან ბევრს აკეთებენ, მათ შორის ნიდერლანდებიც. საჭიროა, სხვა ქვეყნებიც უფრო აქტიურად ჩაერთონ. რა თქმა უნდა, მივმართავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც გადასაცემად შესაბამისი მარაგები აქვთ, თუმცა ამავე დროს ევროპაში (Patriot-ისთვის განკუთვნილი) რაკეტა-გადამჭერების წარმოების შესაძლებლობებსაც განვიხილავთ. ასევე ვეყრდნობით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და PURL-ის ფარგლებში გათვალისწინებულ დახმარების პაკეტებს. ეს სისტემები ადამიანების სიცოცხლეს იცავს, ამიტომაც ვაგრძელებთ სხვა ქვეყნების მოწოდებას, ინვესტიცია განახორციელონ PURL-ის ინიციატივაში,“ - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge