png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია

  • პოლიტიკა
  • 10.07.2026
  • 12:20
ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ერთიანობაზე ვინც უარს ამბობს, საბოტაჟს უწყობს ოპოზიციის სტრატეგიას. ამის შესახებ გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა. ის, ვინც ერთიანობაზე უარს ამბობს და კიდევ უფრო მეტად ის, ვინც პირდაპირ ღიად თუ ფარულად ებრძვის ნებისმიერ ერთიანობას, პირდაპირ თუ ირიბად ცდილობს, დაანაგრიოს ნებისმიერი გაერთიანება, საბოტაჟს უწყობს სამივე მიმართულებას.

ერთიანობა და ალტერნატივა არის მთავარი მოთხოვნა საზოგადოების და პროტესტის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა – ეს 26 მაისის აქციამაც აჩვენა. ხალხს სჭირდება იმის დანახვა, რომ პროტესტი პოლიტიკურად შეიძლება გადაითარგმნოს და პოლიტიკურმა სპექტრმა რეალურად შეცვალოს. ამ რწმენის გარეშე, პროტესტიც სუსტდება – იმედგაცრუება აპასიურებს.

ერთიანობა და ალტერნატივა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოებისთვის რწმენის განმტკიცებისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია და სანქციებით უბრალოდ ვინმეს კი არ სჯიან, არამედ ქართველ ხალხს და დემოკრატიულ პოლიტიკურ სპექტრს უმარტივებენ ქვეყნის დასავლეთის გზაზე დაბრუნებას და დემოკრატიის აღდგენას.

ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას აკეთებს, რა უნდა და რას აპირებს. ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის – პოლიტიკური თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად (ან იქ არ შესასვლელად), თუ იბრძვის ქვეყნისთვის და იბრძვის ბიძინას წინააღმდეგ. სიტყვების რახარუხი არაფერს არ ცვლის და ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს“, – წერს გვარამია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge