png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე

  • პოლიტიკა
  • 09.07.2026
  • 21:50
ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთო-ს მიერ რეზოლუციის მიღებასთან დაკავსირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინეს ასამბლეის წევრებმა ქართული დელეგაციის მცდელობა, საერთოდ უარი ეთქვათ ამ რეზოლუციის მიღებაზე, გორდულაძემ უპასუხა, რომ ეს ძალიან მარტივია.

„შემდეგ რატომაც მიდიოდნენ ბატონ მახაშვილთან, სამხარაძესთან, ბითაძესთან და ბოდიშებს უხდიდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო. ისინი თავისუფალი არ არიან თავიანთ გადაწყვეტილებაში, ხმას როდესაც და რასაც აძლევენ, რეალურად, ეს მათი გადაწყვეტილება არ არის. ასეთია პოლიტიკური მდგომარეობა და პოლიტიკური მიმართება საქართველოს მიმართ. მაგალითისთვის, ეუთო-ს რეზოლუცია პირდაპირ ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირ-ის სტანდარტებსვე“, - განაცხადა გორდულაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაც დატოვოს ქართულმა დელეგაციამ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთ მსჯელობას არ დასწრებია.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ერთადერთი წყარო არსებობს ამ ქვეყანაში ხელისუფლების და ეს არის ქართველი ხალხი, მათი არჩევანი, ქართველმა ხალხმა კი თავისი არჩევანი გააკეთა.

„ჩვენ აღებული ვალდებულებები რაც გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით, პირნათლად ვასრულებთ, გეგმაზომიერად, ეტაპობრივად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობით, სასამართლო სისტემის ჩართულობით, პროკურატურის ჩართულობით და შემდეგ ეს ანგარიშები ქვეყნდება და იგზავნება კიდეც ევროკავშირში. ჩვენ ჩვენს წილ ვალდებულებას, რაც გვაქვს, პირნათლად და სრულად ვასრულებთ, მაგრამ ვინმე თუ თითს გვიქნევს და გვემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, მაგალითად, გადაირჩიეთ ან არ აირჩიოთ ეს ხელისუფლება, რადგან ევროკავშირში არ მოგიყვანთო, ეს სიტყვები აქვს ნათქვამი ევროკავშირის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში, ამ ყველაფერზე ქართული საზოგადოებაც და ჩვენი გუნდიც ერთხმად ვეუბნებით – ასეთი რამ გამორიცხულია“, - განაცხადა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge