png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე

  • მსოფლიო
  • 07.07.2026
  • 17:19
დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალი იყო, როდესაც მოკავშირეებზე თავდაცვითი ხარჯების გაზრდის მიზნით ზეწოლას ახორციელებდა და როდესაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ამის შესახებ რუტემ Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ხშირად ალიანსის სხვა წევრების უკმაყოფილებას იწვევდა. მათი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ტრამპის ერთგულებას ნატოს მიმართ - გრენლანდიის ანექსიის შესახებ მისი განცხადებების, ალიანსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესახებ გამოთქმული ეჭვების, სხვა ლიდერების კრიტიკის, გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების ნაწილის გაყვანისა და ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გადახედვის გამო.

„ეს ადამიანი უბრალოდ მომწონს. ვფიქრობ, რასაც ის ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავი ამბავია. პრეზიდენტი ტრამპი, ფაქტობრივად, აღწევს იმას, რის მიღწევასაც ამერიკის პრეზიდენტები ჯერ კიდევ დუაიტ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას“, - თქვა მან.

რუტეს თქმით, წლევანდელი ნატო-ს სამიტი „ტრანსფორმაციული“ იქნება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი თავდაცვითი პროგრამების დასაფინანსებლად მილიარდობით ევროს გამოყოფას მოიტანს.

მისივე შეფასებით, ევროპული ქვეყნები მნიშვნელოვნად აძლიერებენ საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს, რათა კონტინენტის დაცვის პასუხისმგებლობის უფრო დიდი ნაწილი საკუთარ თავზე აიღონ.

„თქვენ უნდა ააშენოთ ისეთი ალიანსი, რომელიც მდგრადი იქნება და შესაბამისად, ზედმეტად არ იქნება დამოკიდებული აშშ-ზე - ძლიერი ევროპა ძლიერი ნატო-ს ფარგლებში, სადაც ევროპელები და კანადელები ნამდვილად უფრო აქტიურ როლს აიღებენ. ეს უნდა გავაკეთოთ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გამო და ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში“, --თქვა რუტემ.

მისი თქმით, მიზანია ნატო-ს წევრ ქვეყნებში მცხოვრები დაახლოებით მილიარდი ადამიანის დაცვა „რუსეთისგან მომდინარე საფრთხის, ჩინეთის სამხედრო პოტენციალის მასშტაბური ზრდისა და იმ ფაქტისგან, რომ რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი ერთმანეთთან თანამშრომლობენ“.

რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უთანხმოებების მიუხედავად, ალიანსი კვლავაც სრულფასოვან პარტნიორობას ინარჩუნებს აშშ-თან.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი მართალია, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში სამართლიანად გამოხატავს იმედგაცრუებას, თუმცა თუ ევროპელების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მთლიანობაში შევხედავთ, ეს მართლაც ძალიან მასშტაბურია“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge