png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი

  • მსოფლიო
  • 02.07.2026
  • 17:45
კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი

რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებული მორიგი იერიშების შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივის წარდგენას გეგმავს.

„დღეს, ამ დარტყმების საპასუხოდ, შევთავაზებ დამატებითი სანქციების დაწესებას იმ ორგანიზაციებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უჭერენ მხარს,“ - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, რაც უფრო ინტენსიურად უტევს მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო მკაცრი უნდა იყოს სანქციებიც.

„მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს კიევზე თავდასხმებს,“ - აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინისთვის უწყვეტი სამხედრო მხარდაჭერითა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებით.

კაია კალასის განცხადებით, რუსეთისთვის ამ ომის ფასი კვლავ გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ამ ომს ვერ მოიგებს.

შეგახსნებთ, გასულ ღამეს, კიევზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით რუსეთის თავდასხმა განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 90. სამძებრო-სამაშველო ოპეარცია ამ დრომდე გრძელდება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge