png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სჯობდა პაპუაშვილს იმაზე ესაუბრა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რატომ ამხილა „ოცნება“ ადამიანის უფლებების დარღვევაში, როცა მიუთითა, რა არასწორად გამოიყენა სტრასბურგის გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით - გიორგი შარაშიძე

  • კომენტარები
  • 25.06.2026
  • 13:37
სჯობდა პაპუაშვილს იმაზე ესაუბრა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რატომ ამხილა „ოცნება“ ადამიანის უფლებების დარღვევაში, როცა მიუთითა, რა არასწორად გამოიყენა სტრასბურგის გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით - გიორგი შარაშიძე

შალვა პაპუაშვილს სჯობდა, იმაზე ესაუბრა და აეხსნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რატომ ამხილა და დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებების დარღვევაში, როდესაც მიუთითა იმაზე, თუ რამდენად არასწორად და მანიპულაციურად გამოიყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„შალვა პაპუაშვილს სჯობდა, იმაზე ესაუბრა და აეხსნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რატომ ამხილა და დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებების დარღვევაში, როდესაც მიუთითა იმაზე, თუ რამდენად არასწორად და მანიპულაციურად გამოიყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, რომ მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა ჩანაწერი და ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღეძრა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ოცნებამ“, იმის ნაცვლად, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უპირველესად ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, პირიქით, ადამიანის უფლებების დასარღვევად გამოიყენა, როდესაც სრულიად შეთითხნილი და გამოგონილი ბრალდებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დიალოგი სწორი იქნებოდა, ჩვენ ყოველთვის დიალოგისკენ მოვუწოდებთ. დიალოგის დაწყება „ოცნების“ საქმეა. „ოცნებამ“ თავად უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ დიალოგი დაიწყოს. როდესაც „ოცნება“ არა თუ უკან არ იხევს და არ სურს არანაირი ცვლილება საკუთარ პოლიტიკაში, სურს, ევროკავშირში საკუთარი თამაშის წესებით შევიდეს და უგულებელყოს ევროკავშირის სტანდარტები, რაც საბოლოო ჯამში დემოკრატიული სტანდარტებია. „ოცნებას“ თუ დიალოგი სურს, დიალოგისთვის მზაობა ქმედებით უნდა აჩვენოს და არა იმის ძახილით, რომ მზად არიან დიალოგისთვის. არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან. ფაქტობრივად, „ოცნების“ ყველა გზავნილი მანიპულაციაა და არანაირი კავშირი არ აქვს დიალოგთან“, – განაცხადა შარაშიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge