png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე

  • პოლიტიკა
  • 24.06.2026
  • 17:22
კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე

საქართველოში სისტემური კორუფცია არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის კითხვას უპასუხა, რომელიც ქვეყანაში სისტემური კორუფციის არსებობას შეეხებოდა.

გვარაკიძის თქმით, პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმეები ცალკეული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება და არა სისტემურად ორგანიზებულ კორუფციულ სქემებს.

მისი თქმით, პროკურატურას არასდროს დაუხევია უკან თანამდებობის პირისა და ავტორიტეტული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოუხდენიათ და მომავალშიც ასე აპირებენ, რომ გააგრძელონ, რადგან კორუფციასთან ბრძოლა პროკურატურისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

მისივე განმარტებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და უწყება რეაგირებას ახდენს როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე მაღალი თანამდებობის პირებისა და გავლენიანი ფიგურების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე.

„სისტემური კორუფცია არ არის ის, რა საქმეებსაც ჩვენ ვიძიებთ - ეს არ ნიშნავს სისტემურ კორუფციას. კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება - ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია. სისტემური კორუფცია ნიშნავს, როცა დავალებული აქვს ხელმძღვანელს და ჩაშლილია, რომ ყველამ რაღაც უნდა გააფუჭოს. ჩვენს მიერ გამოძიებული საქმეებისა და იმ შედეგების ხელშესახები შედეგების მიხედვით ჩანს, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს ინდივიდუალური და კონკრეტული დანაშაულები. აქედან გამომდინარე, ეს არ არის სისტემური დანაშაული", - განაცხადა გვარაკიძემ.

გენერალურმა პროკურორმა ასევე უპასუხა კითხვას, უნდა დადგეს თუ არა იმ ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეები კორუფციულ დანაშაულებში არიან მხილებული. გვარაკიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს და მხოლოდ დაქვემდებარებული თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაული ხელმძღვანელის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი ვერ გახდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge