png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 19.06.2026
  • 12:38
რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი

რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც სავარაუდოდ მიემართება “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ უზარმაზარი ძვრებია და „ორღობეში მომხდარ“ ამბებზე არ უნდა ვმსჯელობდეთ.

"რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკადაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე,უმნიშვნელოვანესი საკითხები!

დღეს ელენე ხოშტარიას სჭირდება ჩვენი ყურადღებაც და სოლიდარობაც , განსაკუთრებით იმიტომ, რომ თავად არ ითხოვს ხელისუფლებად წოდებულთაგან წყალობას და სწორედ ამ და ასეთი შეუპოვრობით ელენე გახდა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ძლიერი სახე, სინდისის პატიმრების, მზია ამაღლობელის და რუსთაველის მცვლელების გვერდით.

დღეს თბილისში ჩამოსულია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაცია და მათ უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ელენეს, გიორგი ჩიკვაიძეს, მზიასი,ანასტასია ზინოვკინას და სხვების ჯანმრთელობაზე და პატიმრობის პირობებზე.

დღეს საქართველოს მომავალი ასევე წყდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ: ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან დღეს და ხვალ და განიხილავენ ახალ დახმარებას უკრაინისათვის, რაზედაც გუშინ დიდმა შვიდეულმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია. ყველა ვხდებით, რომ უკრაინა იგებს და პუტინი ყოველდღიურად სუსტდება ბრძოლის ველზე, საკუთარ ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზე.

ხვალ ხელი მოეწერება ამერიკის და ირანის მემორანდუმს და მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილ იქნება ამ შეთანხმების შინაარსის დეტალურ განხილვაზე.

ამ ორ უმნიშნელოვანეს საკითხთა მიღმა უცნობია ევროპული საბჭო რამდენად მოიცლის საქართველოს საკითხის განსახილველად, რაზედაც ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუთითებს.

თუმცა ნიშნები გაჩნდა, რომ რეჟიმს ეშინია: მხოლოდ რუსეთის იმედზე ყოფნაც აღარაა სანუგეშო. უნგრეთის ფაქტორის მოხსნის შემდეგ კი ევროპული ქმედითი გადაწყვეტილებების შიში გაუჩდა.

ამიტომ ეს მორცხვი ნაბიჯები რაც ბოლოს ვიხილეთ: ლუქსემბურგიო, სამხარაძეო, ხათუნა თორთლაძეო … ამ დროს ევროკავშირს საკუთარი პირობები უკვე დაყენებული აქვს დიალოგის აღდგენაზე თუ ფიქრობთო.

ამერიკის მხრიდანაც იგივე გვითხრა რუბიომ!

მოკლედ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ უზარმაზარი ძვრებია და ჩვენ ამის გარჩევის, გაგებისა და ჩვენი სტრატეგიის ჩამოყალიბების მაგივრად ვმჯელობთ სადღაც ორღობეში მომხდარზე!" - წერს ზურაბიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge