png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი

  • მსოფლიო
  • 17.06.2026
  • 20:16
რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვი, განაცხადა, რომ უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად უახლოეს პერიოდში დროებით ოკუპირებული ყირიმი შესაძლოა ფაქტობრივად იზოლაციაში აღმოჩნდეს.

ფედოროვმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს „ყირიმის იზოლაცია დრონების დახმარებით“ და, მისი შეფასებით, ნახევარკუნძული მალე შეიძლება „კუნძულად გადაიქცეს“, რასაც რუსეთისთვის მოულოდნელი შედეგები მოჰყვება.

მისი თქმით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ საშუალო რადიუსის (Middle Strike) მოქმედების დრონები 300%-ით მეტი შეიძინა, ვიდრე მთლიანად 2025 წლის განმავლობაში. სწორედ ამ ტიპის უპილოტო სისტემებით უკრაინა რეგულარულად ახორციელებს დარტყმებს აზოვის ზღვისპირა მიმართულებაზე.

ფედოროვის განცხადებით, უკრაინამ დაიწყო„ლოjისტიკური ლოქდაუნის“ პოლიტიკა, რაც გულისხმობს დამატებითი რესურსების გამოყოფას იმ დანაყოფებისთვის, რომლებიც ეფექტიანად იყენებენ Middle Strike ტიპის დრონებს. მისი თქმით, ასიათასობით დრონის შესყიდვის პარალელურად, სახელმწიფო აფინანსებს იმ ქვედანაყოფებსაც, რომლებსაც მათი სწრაფად გამოყენებისა და დამატებითი შესყიდვების შესაძლებლობა აქვთ.

„რუსებისთვის იწყება ჯოჯოხეთი, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების ეს ფანჯარა. ლოჯისტიკური მარშრუტები იჭრება, ყირიმი იზოლირდება და ეს პირდაპირ აისახება აღმოსავლეთის ფრონტზეც. არსებობს პირდაპირი კავშირი იმასთან, რამდენად ძლიერად ვურტყამთ ლოჯისტიკას და რამდენად მცირდება შეტევითი მოქმედებების რაოდენობა წინა ხაზზე“, - განაცხადა ფედოროვმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge