png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა

  • ბიზნესი
  • 12.06.2026
  • 23:05
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთი აღიარება დაიმსახურა - ზედიზედ უკვე მეორედ კომპანია Toyota Ichiban-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. პორტუგალიის ალგარვის რეგიონში გამართულ Toyota-ს ყოველწლიურ ცერემონიაზე ქართული კომპანია ევროპის საუკეთესო დილერებს შორის დაასახელეს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2 200-ზე მეტ ევროპულ სადილეროს შორის გამოარჩიეს და 34 ქვეყნის 47 საუკეთესო დილერთან ერთად დაჯილდოვდა.

იოშიჰირო ნაკატა, Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი: „Ichiban-ის გამარჯვებულები ყოველდღიურად აჩვენებენ, რას ნიშნავს მომხმარებლის ნდობის დამსახურება. ისინი არ შემოიფარგლებიან მოლოდინების დაკმაყოფილებით - უსწრებენ ამ მოლოდინებს, თავად აყალიბებენ მათ და მთელი ჩვენი ქსელისთვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებენ. სწორედ მათი უნარი, მოერგონ ცვლილებებს, ითანამშრომლონ და განუწყვეტლივ ისწრაფონ გაუმჯობესებისკენ, განსაზღვრავს Toyota-ს მომავალს ევროპაში“.

 „იჩიბანი“ იაპონური სიტყვაა და ქართულად ნომერ პირველს ნიშნავს. ეს ჯილდო ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელს უფრო მეტს სთავაზობენ, ვიდრე უბრალოდ სერვისია. წლევანდელი ღონისძიება ერთგვარი პლატფორმა გახდა გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობის განმტკიცებისა და ინდუსტრიის მომავლის ერთობლივად განსაზღვრისთვის.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გენერალური დირექტორი: „იჩიბანის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მოპოვება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს აღიარება ადასტურებს ჩვენი გუნდის ერთგულებას, პროფესიონალიზმსა და იმ მაღალი სტანდარტის დაცვას, რომელსაც Toyota მსოფლიოს მასშტაბით აწესებს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ რეგიონში მოქმედ დილერებს შორის სწორედ საქართველოდან „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ შეძლო ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება. ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული გუნდის შესაძლებლობებს საერთაშორისო დონეზე. მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიური შრომაც ამ წარმატების საფუძველია, ჩვენს მომხმარებლებს კი - ნდობისა და ერთგულებისთვის“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ერთადერთი ქართული კომპანიაა გამარჯვებულთა შორის, რომელიც, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის წამყვან დილერებთან ერთად, საქართველოს წარმოადგენდა ცერემონიაზე. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლები, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება და თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა კომპანიის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

Toyota Ichiban-ის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო დილერებს, რომლებიც მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესებითა და თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ზედიზედ მეორედ მოპოვებული ჯილდო არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთ დასტურია და ცხადყოფს, რომ ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა ბრენდის ძირითად ღირებულებებად რჩება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge