png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.05.2026
  • 13:19
300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი

იმედი მაქვს, ის ხარვეზი, რაც შარშან დაუშვა ევროკავშირის საელჩომ, წელს გამოსწორდება – 9 მაისს საქართველო აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაფასდეს ქართველების წვლილი ევროპის მშვიდობიან აწმყოში.

"ჩვენ შარშან ვიხილეთ და შარშანაც მქონდა ამაზე გამოხმაურება. 9 მაისს ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღე, ერთხელაც არ ახსენა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ერთხელაც არ ახსენა ომში 300 ათასი დაღუპული ქართველის წვლილი იმაში, რომ დღეს საერთოდ აქვთ შესაძლებლობა, ცხოვრობდნენ ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი. რომ არა სამამულო ომში მებრძოლი ასობით ათასი ქართველი, რომ არა 300 ათასი ქართველი, არანაირი ევროკავშირი და არანაირი ევროპის დღე არ იარსებებდა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაფასდეს ქართველების წვლილი ევროპის მშვიდობიან აწმყოში. იმედი მაქვს, ის ხარვეზი, რაც შარშან დაუშვა ევროკავშირის საელჩომ, წელს გამოსწორდება – 9 მაისს საქართველო აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ვიმედოვნებ, უცხო ქვეყნის ელჩები და საქართველოს სტუმრები პატივს სცემენ იმ ქვეყანას, სადაც იმყოფებიან, იმ დღესასწაულებს, რომელსაც მასპინძელი ქვეყანა აღნიშნავს და 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, სათანადო პატივს მიაგებენ ხვალ მათ შეკრებაზე", – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge