png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.05.2026
  • 15:09
ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი

სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ისინი, რომლებმაც საქართველოში მედია პროპაგანდის ინტრუმენტად აქციეს, დღეს თავს მედიის დამცველებად წარმოაჩენენ.

„მედიას და მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, გუშინაც ვნახეთ ბრიტანეთის საელჩოს სტატია, რომელსაც რამდენიმე სხვა საელჩოც უერთდებოდა. ეს არის სწორედ ის ფარისევლობა, რომელსაც დღითიდღე ვაკვირდებით ბრიუსელიდან და ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან. ვხედავთ, რომ თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ თავისუფალი მედიის ჭირისუფლებად. სინამდვილეში, ისინი, რომლებიც საქართველოში კლავენ თავისუფალ მედიას, მედია აქციეს პროპაგანდის ინტრუმენტად, დღეს თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს არიან მედიის დამცველები. ამის ბევრი მაგალითია – ბრიტანეთის საელჩო თურმე წუხს მედიასა და მედიის თავისუფლებაზე. საელჩო, რომელიც ცდილობდა, პარტიული პროპაგანდის მანქანა დაეფინანსებინა, ვგულისხმობ „ტაბულას“, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პარტიის კედლის გაზეთი. ევროკავშირი, რომელიც საქართველოში აფინანსებს ზოგიერთ ე.წ. ონლაინგამოცემას, სინამდვილეში კი, ჩვეულებრივ პროპაგანდის იარაღს, საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე.

ასე რომ, სწორედ ბრიუსელი და სწორედ უცხოური დაფინანსება არის, რომელიც კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას საქართველოში. რა თქმა უნდა, როდესაც ვხედავთ, რომ მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება, ადამიანმა იხილოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე სახელმწიფოები - დიდი ბრიტანეთი და ფინეთი ერთობლივი მოსაზრებას ავრცელებენ.

მოსაზრებას მხარს უჭერენ “მედიის თავისუფლების კოალიციის” წევრი შემდეგი სახელმწიფოები: ავსტრია; ბელგია; დანია; ესტონეთი; გერმანია; ისლანდია; ირლანდია; ლატვია; ლიეტუვა; ლუქსემბურგი; ნიდერლანდები; ნორვეგია; პოლონეთი; შვედეთი.

განცხადებაში საუბარია მედიის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეებზე და ნათქვამია, რომ "საქართველოში შემაშფოთებელ ტენდენციებს ვხედავთ".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge