png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მოვითხოვთ, ირანული გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება - ირანის საგარეო უწყება

  • მსოფლიო
  • 21.04.2026
  • 10:50
მოვითხოვთ, ირანული გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება - ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ირანული სატვირთო გემ Touska-ს დაკავება აშშ-ის ძალების მიერ და მოითხოვა „ირანული გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“. ამის შესახებ  ნათქვამია უწყების განცხადებაში. იუწყება CNN

ირანმა მანამდე პირობა დადო, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს გემის დაკავების გამო, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში „უკიდურესად სახიფათო“ და „დანაშაულებრივი“ უწოდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტვირთი მილიონობით დოლარის ღირებულების იყო, თუმცა არ დაკონკრეტებულა რა სახის ტვირთზეა საუბარი.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა რესურსს ირანის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ასევე მისი მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დასაცავად. ასევე ნათელია, რომ რეგიონში ნებისმიერი შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შეერთებულ შტატებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე და იყვნენ თუ არა ისინი ირანელები. 

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცახდებით, ამერიკის საზღვაო ძალებმა კვირას ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი მას შემდეგ, რაც მან ომანის ყურეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა. სამხედროების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან გემს მართვადი რაკეტების გამშვებიდან და როგორ ეშვებიან საზღვაო ქვეითები ვერტმფრენი გემბანზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge