png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება

  • ბიზნესი
  • 08.04.2026
  • 17:05
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისკენ - „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებულმა საბურავების გადამმუშავებელმა კომპანია RECSOL-მა 2026 წლის Altaris-ის კორპორაციული მდგრადობის საერთაშორისო დაჯილდოებაზე „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა საწარმომ, რომელმაც ფუნქციონირება მიმდინარე წლის შემოდგომიდან უნდა დაიწყოს, საერთაშორისო აღიარების მოპოვება ამოქმედებამდე რამდენიმე თვით ადრე შეძლო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას.

შალვა ახვლედიანი, RECSOL-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ეს ჯილდო არის აღიარება ჩვენი ძალისხმევის, შევქმნათ მდგრადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთდროულად ემსახურება როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას. RECSOL შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრილიყო ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში აწუხებს. ჩვენ არა მხოლოდ აღმოვფხვრით მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საფრთხეს საბურავების ბუნებაში დაგროვებასთან დაკავშირებით, არამედ ვქმნით ცირკულარულ მოდელს, სადაც ნარჩენი გარდაიქმნება ღირებულ რესურსად. Altaris-ის ჟიურიმ RECSOL-ს ჯილდო სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიანიჭა. ეს არის „თეგეტა ჰოლდინგის“ მდგრადობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ“.

საქართველოში გამოყენებული საბურავები მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით, მილიონობით ტონა ნარჩენი საბურავი გროვდება. ეს ნარჩენები ქიმიური დაშლის შედეგად ნიადაგსა და წყალს აბინძურებს, ხანძრის მაღალ რისკს ქმნის და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. მართალია, ამ გამოწვევებზე საუბარი საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ცირკულარული ეკონომიკა აქამდე მხოლოდ თეორიული კონცეფცია იყო. RECSOL-მა კი ეს ყველაფერი რეალობად აქცია - საწარმოს ამოქმედების შედეგად ნარჩენი საბურავები, ბუნებაში მოხვედრის ნაცვლად, კვლავ წარმოებას დაუბრუნდება.

 „RECSOL დააკმაყოფილებს CE და ISO სტანდარტებს, ანუ სრულად უპასუხებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ჩვენ ყოველწლიურად 15-20 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას ვგეგმავთ. ეს მოცულობა კი საკმარისია საქართველოში წარმოქმნილი საბურავის ნარჩენის სრულად ასათვისებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ნარჩენები აღარ დაგროვდება და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული მასალა ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოიყენება. მათ შორის, ხელს შეუწყობს გზების დაგებისას რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებას, რაც უფრო გამძლე ტექნოლოგიაა და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა.

საბურავების გადამმუშავებელი თანამედროვე საწარმოს შექმნით ჩვენ ვცვლით რეალობას და ვაძლიერებთ ცირკულარული ეკონომიკის ინფრასტრუქტურას საქართველოში. ეს პროექტი ქმნის სისტემას, რომელიც შესაძლოა, გავრცელდეს სხვა ნარჩენების ნაკადებზეც და გახდეს მაგალითი მთელი რეგიონისთვის. გვსურს, დავამტკიცოთ, რომ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა შესაძლებელია არა მხოლოდ დიდ ქვეყნებში, არამედ ჩვენს რეალობაშიც - საჭიროა მხოლოდ ხედვა, ინვესტიცია და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის ნება. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მდგრადობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ის გრძელვადიანი ვალდებულებაა, რომელიც ემსახურება როგორც ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე მის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნავს შალვა ახვლედიანი.

Altaris-ის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო აღიარებს ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურ, გაზომვად და გრძელვადიან შედეგებს აღწევენ მდგრადობის მიმართულებით. 2026 წლის დაჯილდოებაზე განსაკუთრებული აქცენტი სწორედ იმ პროექტებზე გაკეთდა, რომლებითაც სისტემური ცვლილებები ხორციელდება. RECSOL კი სწორედ ასეთი ცვლილებების ნათელი მაგალითია.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge