png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.04.2026
  • 17:00
უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი

უკრაინის მიერ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მორალური სტანდარტიდან ამოვარდნილია, წლების განმავლობაში ქართველმა ხალხმა პირადად ზურაბ ადეიშვილისგან განიცადა უამრავი ტანჯვა, მიიღო ზღვა ცინიზმი და ცინიკური დანაშაულები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მისგან და სააკაშვილისგან იყო შექმნილი სადისტური წამების რეჟიმი და ადამიანის უფლებები საერთოდ არაფერს ნიშნავდა, რადგან ახალგაზრდებს ქუჩებში ხოცავდნენ, ციხეში პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, ბიზნესს და მესაკუთრეებს ქონებას ართმევდნენ“.

„ამ ადამიანს ცინიკურად და ყოველგვარი პატივისცემის გამოხატვის გარეშე, ჯერ ბრიუსელის თუ ევროპის სხვა დედაქალაქების ადმინისტრაციულ შენობებში დაატარებდნენ და ახლა უკრაინის კონკრეტული თანამდებობის პირი გახდა. ცინიკურ-სასაცილო არ არის?- არ შეიძლება, ცხრაგვარი სტანდარტი არსებობდეს და 16 სიმართლე იყოს. არსებობს ერთი სიმართლე და ეს ყველამ იცის, ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია იმით, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში, მაგრამ თვალებზე ხელებს იფარებენ – უკრაინის ხელისუფლებას ამ ყველაფრის დანახვა არ უნდა. რატომ? – იმიტომ, რომ ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ზელენსკი აწარმოებს. სააკაშვილი გუბერნატორად ჰყავდათ დანიშნული, დღეს კი, დამნაშავე, მწამებელი და სადისტურ დანაშაულებში მხილებული პირი ინტერპოლის შეფად არის დანიშნული. უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია. დააკვირდით, რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს ხელისუფლება – უკრაინელ ლტოლვილებს დახმარებები და ბენეფიტები უგრძელდებათ მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის მხრიდან და მისი ხელისუფლების მხრიდან იმ ურთიერთობებზე გაუგონარი თავდასხმა ხდება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge