png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კალაძე აშშ-ზე გაკეთებული განცხადებით თანამდებობას გამოიმუშავებს - ყიფიანი

  • კომენტარები
  • 03.04.2026
  • 09:28
კალაძე აშშ-ზე გაკეთებული განცხადებით თანამდებობას გამოიმუშავებს - ყიფიანი

ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ კახა კალაძის განცხადება,  ამერიკასთან ურთიერთობებში შესაძლო „გარღვევასთან“ დაკავშირებით,  ქაოსის შემადგენელი ნაწილია და თბილისის მერი ამას გაცნობიერებულად არ აკეთებს.

ყიფიანის თქმით, მსგავსი განცხადებებით, კალაძე, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ადამიანი, იმ თანამდებობს გამოიმუშავებს, რომელიც ამჟამად უკავიათ.

ჩემი აზრით, ბატონი კალაძე, ისევე როგორც რამდენიმე ადამიანი, ამ განცხადებით  გამოიმუშავებს იმ თანამდებობას, რაც მათ უჭირავთ. მით უმეტეს იმ ჭიდილში, რაც სხვადასხვა ჯგუფებს შორის მიდის “ოცნებაში“, ასეთი გამომუშავება განსაკუთრებით უფასდებათ და მოდით ამ “გარჯას“ მათ ნუ დავუკარგავთ, - ამბობს ყიფინია.

მისივე თქმით, მოლოდინები, რომელიც “ქართული ოცნების“ მომხრეთა მხრიდან ისმის, მოვლენებს წინ უსწრებს და ცოტა ნაადრევია. 

როდესაც ასეთ საკითხზეა საუბარია, შესაძლოა თუ არა გადატვრითვა და ახალი ურთიერთობების აგება, მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა სახელმწიფო მდივნისადმი, ვიცით, რომ ასეთი საკითხებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აბსოლუტურად სხვა ფრთაა დაკავებული. ეს არის კარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი. არ მინდა დავანკინო რუბიოს მხრიდან ასეთი აფქტი, მაგრამ, როდესაც რამე ფუნდამენტურზეა საუბარი, სტრუქტურულ და თვისობრივ ცვლილებაზე, აქ სხვა პირების ჩართვა ხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისთავად ცხადია, რომ ფაქტი მნიშვნელოვანია, ზარი შედგა სახელმწიფო დეპარტამენტსა და კობახიძეს შორის, მაგრამ ჩემი აზრით, გადამეტებული შეფასებების მიცემა, რამდენიმე ფაქტორის გამო, ჭარბი მოლოდინების და დაუსაბუთებელი მოლოდინების შექმნაა. 

როდესაც ვსაუბრობთ გადატვირთვაზე, ჩემი აზრით თუ რამე მოთხოვნა უნდა იყოს, გაცდება პოლიტიკური პატიმრების და არჩევნების საკითხებს და უფრო მაღალი თამასა იქნება. ეს თამასა კი უკავშირდება გეოპოლიტიკურ კურსს, რასაც დღეს ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ. ამიტომ, როდესაც გადატვირთვის რესურსზე იქნება საუბარი, საქართველოს ხელისულფების მხრიდან, რისი დამთმობი არის ამჟამინდელი ხელისუფლება, გამომდინარე სწორედ იმ ხილული და უხილავი კავშირებიდან, რაც მას აქვს. ამიტომაც, მე ასეთი გადატვირთვის ალბათობას, ქართული ოცნების პირობებში, საკმაოდ მოკრზალებულად შევაფასებდი, რადგან მეჩვენება, რომ ის კლანჭები, რომელშიც ეს ხელისუფლებაა მოქცეული, გეოპოლიტიკური გავლენების კუთხით, ამ კლანჭებიდან გამოსვლა არც თუ ისე მარტივი იქნება და შესაბამისად, ის დასათმობი რესურსი და მასალა, მიუხედავად მნისვნელოვანი საკითხებისა, აქ ტამას უფრო მეტი უნდა იყოს. ჩემი აზრით პოლიტიკური კლიმატით და საარჩევნო სისტემით ტრამპის ადმინისტრაცია არ დაკმაყოფილდება, ის მოითხოვს გაცილებით მეტს. ალბათობა იმის, რომ იქნება “ქართული ოცნება“ თავისუფალი, ასეთ გადატვირთავაზე წასვლისთვის, თუ ეს თამასა ამერიკელების მხიდან იქნება გეოპოლიტიკური ხასიათის, აქაც შეიძლება დიდი ალბათობით ეჭვი შევიტანოთ, - განაცხადა ყიფიანმა.

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი არსებობს. კახა კალაძის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შესაძლოა „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს, თუმცა ამისთვის აუცილებელია, ორივე ქვეყნის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. 

ამასთან, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკასთან ურთიერთობებში შესაძლო „გარღვევაც“ დააანონსა. 

პარტიის გენერალური მდივანი ასევე მიანიშნებს აპრილში დაგეგმილ ვიზიტებზე, რაც, მისი შეფასებით, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge