png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია

  • მსოფლიო
  • 31.03.2026
  • 17:45
იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია

იტალიამ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომში მონაწილე რამდენიმე ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს კუნძულ სიცილიის სიგონელას საჰაერო ბაზაზე დაშვების ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი „რამდენიმე დღის წინ“ მოხდა და უარის თქმის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პირადად იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ მიიღო.

როგორც გამოცემა წერს, იტალიამ თვითმფრინავებსუარი მაშინ უთხრა, როდესაც ამერიკული ბომბდამშენები უკვე ჰაერში იყვნენ და სიცილიისკენ მიემართებოდნენ.

აშშ-ის თვითმფრინავები სიგონელაში უნდა დაშვებულიყვნენ და შემდეგ ახლო აღმოსავლეთისკენ აეღოთ გეზი.

თუმცა, იტალიურ სარდლობას ფრენის გეგმის შესახებ წინასწარ არავინ აცნობა და ასეთ შემთხვევაში აუცილებელი კონსულტაციებიც არ ჩატარებულა, რაც უარის თქმის მიზეზი გახდა.

სიგონელას სამხედრო აეროდრომი აღმოსავლეთ სიცილიაში, კატანიასთან ახლოს მდებარეობს. იქ როგორც იტალიის საჰაერო ძალებს, ასევე აშშ-ის საზღვაო ძალებს ბაზა აქვთ. ბაზას ასევე იყენებენ ნატო-ს სხვა ქვეყნებიც.

შეგახსენებთ, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.

უფრო ადრე, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ ესპანეთმა დახურა საჰაერო სივრცე იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge