png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 24.03.2026
  • 16:54
ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი

რასაკვირველია, ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში - ის იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ის გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

ვოლსკის თქმით, ხოშტარია ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის, რომლითაც „ბანერი დააზიანა“.

„რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, როცა 4 შვილის დედა ჩართულია რევოლუციურ პროცესებში და არათუ უარყოფს თავის დანაშაულს, პირიქით, ამბობს, რომ სწორად მოიქცა და თუკი ექნება საშუალება, კიდევ უარესს გააკეთებს. მათ შორის, პიროტექნიკის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც მის ოფისებში ინახებოდა. თქვა, რომ ეს სწორედაც მისი იარაღია და ამ იარაღით კვლავ დაუპირისპირდება სტაბილურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ახასიათებს ამ ურთულეს პერიოდში...

ელენე ხოშტარიას თუ სხვა მისი იდეის გამზიარებელ პოლიტიკურ ფიგურებს აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი - როგორმე რევოლუციის გზით, საქართველოში ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც იქნება მარიონეტული, დამოკიდებული საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, რომელსაც მხარს უჭერს კონკრეტული ქვეყნების ჯგუფი. რუსული აგრესია საქართველოსკენ უნდა იყოს მიმართული იმისათვის, რათა ევროპა გათავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რასაც მათი აზრით, რუსეთის ფედერაცია უახლოეს პერიოდში უქადის. ეს არის ფორმულა. ამ ფორმულას მიყვებიან და აქ არის ელენე ხოშტარიას დანაშაულიც. სწორედ ამ ფორმულის გამოყენებით ფიქრობს, რომ რევოლუციური გზა არის სწორი და რევოლუციური გზის განვითარებისათვის აკეთებს ყველაფერს, მათ შორის, ფიზიკური ძალის ორგანიზებითაც. 

რასაკვირველია, ის ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში. ეს ყველამ კარგად იცის. იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია. ხელისუფლების რევოლუციის გზით გადაყენების ამოცანის შესრულებისათვის უკეთებდა ორგანიზებას ამ პროცესს. ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის, რომლითაც პლაკატი დააზიანა, თუმცა ესეც გარკვეული დანაშაულია, მაგრამ უფრო მსუბუქი, რასაკვირველია, იმასთან შედარებით, რასაც ელენე ხოშტარია აკეთებდა. სამწუხაროა, რომ იგი მოხდა განსასჯელთა სკამზე. სამწუხაროა იმის აღნიშვნა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებულ კანონებთან დაპირისპირებაში მან გამოიჩინა თავი და თანაც კონკრეტული განცხადებებით კი არა, რომელიც მას ახასიათებდა, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომელსაც შეიძლება ექსტრემიზმი დავარქვათ," - განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge