png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია, ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა - „ოპოზიციური ალიანსი“

  • პოლიტიკა
  • 13.03.2026
  • 00:44
რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია, ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა - „ოპოზიციური ალიანსი“

ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ. მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომ დიქტატორი ივანიშვილის საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით წამლავს , - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსისა” და მასში შემავალი პარტიების მიერ “მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე წაიკითხა.

“დღეს ეუთოს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმის დასკვნამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშსწორებაში ამხილა. ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების უმძიმეს, სისტემურ დარღვევებს რეჟიმის მხრიდან.

დასკვნა ერთის მხრივ, მოუწოდებს რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ხაზგასმით არის მოწოდება პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე, ეს ანგარიში მოუწოდებს რეჟიმს, რომ პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომელიც დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე და რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, მათ შორის, ამ გამზირზე, სადაც ადამიანები ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტის, ევროპული, დემოკრატიული ნორმალური მომავლის დასაცავად.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება არის წევრ სახელმწიფოებზე, რომ აამოქმედონ საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტრუმენტები, მათ შორის, მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალი) ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ იმიტომ, რომ მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომ დიქტატორი ივანიშვილის საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით წამლავს. ასევე, სახელმწიფოებმა გამოიყენონ ე.წ. უნივერსალური იურისდიქცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია უნივერსალური იურისდიქციის უფლებამოსილება, გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულები და დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა ამაში.

რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია, ქართველი ხალხის მხრიდან რეჟიმის წინააღმდეგ განაჩენი გამოტანილია და ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით ეს განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა”, - ნათქვამია “ოპოზიციური ალიანსის” განცხადებაში.

ფოტო: ტაბულა

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge