png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

DAAD-ის წარმომადგენელი ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

  • საზოგადოება
  • 01.10.2015
  • 13:43
 DAAD-ის წარმომადგენელი ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

8 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კოპრუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, ტარდება საინფორმაციო შეხვედრა DAAD-ის წარმომადგენელთან. შეხვედრის მიზანია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის 2016-2017 სასწავლო წლის სტიპენდიების მოპოვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ბაკალავრიატის სტუდენტებს პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მეორე კურსიდან. ამას გარდა, მონაწილეობის საშუალება ეძლევათ მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. სწავლას აფინანსებს გერმანული მხარე.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) წარმოადგენს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანებას. ის ერთ-ერთი დიდი ორგანიზაციაა, რომელიც აკადემიურ სფეროში სამეცნიერო ხასიათის გაცვლას უზრუნველყოფს. DAAD 1925 წელს დაარსდა, მისი ცენტრალური ოფისი გერმანიაში, ქ. ბონში მდებარეობს. ორგანიზაციის საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კვლევის სამინისტროს, ასევე, ევროკავშირის მიერ. DAAD სტიპენდიების საკმაოდ ფართო სპექტრი შეიძლება სულ 5 ფრაზით გადმოიცეს: 

სტიპენდიები უცხოელთათვის - უცხოელი ახალგაზრდა ინტელიგენციის დაფინანსება გერმანის უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ინსტიტუტებში. 

სტიპენდიები გერმანელებისთვის - გერმანელი ახალგაზრდა წამყვანი კადრების დაფინანსება უცხოეთში სასწავლებლად. 

გერმანიის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია - გერმანიის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მიმზიდველობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე, სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის. 

გერმანისტიკისა და გერმანული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.

პარტნიორობა გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებთან. სამეცნიერო, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა განვითარებად და განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში.

DAAD საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი, 2004 წელს თბილისში საინფორმაციო ცენტრი გაიხნსა, ხოლო 2006 წლიდან საქართველოში DAAD-ს სამი ლექტორი მოღვაწეობს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი). 

DAAD გასცემს ინდივიდუალურ სტიპენდიებს წარმატებული ქართველი სტუდენტების, დოქტორანტებისა და მეცნიერებისათვის, გარდა ამისა მრავალხმრივადაა ჩართული ქართული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ყოფა-ცხოვრებაში. ასე მაგალითად, ის აფინანსებს პარტნიორულ პროგრამებს ქართულ უნივერსიტეტებს შორის, ორგანიზებას უკეთებს სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებენ კურსებს (როგორც ადგილობრივ ისე რეგიონალური მასშტაბით), აფინანსებს გერმანულენოვან სამაგისტრო კურსს და მოთხოვნისდა მიხედვით საქართველოში სტუმრად იწვევს გერმანელ პროფესორებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge