png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია - დონალდ ტრამპი

  • მსოფლიო
  • 01.03.2026
  • 02:46
 აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია - დონალდ ტრამპი

აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ ქვეყანა დაიბრუნონ.

„ეს სამართლიანობაა არა მხოლოდ ირანის ხალხისთვის, არამედ ყველა დიდებული ამერიკელისთვის, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, რომლებიც ხამენეიმ და მისმა სისხლისმსმელმა ბანდიტებმა მოკლეს ან დაასახიჩრეს. მას არ შეეძლო ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემების გვერდის ავლა, ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, მას ან მასთან ერთად დაღუპულ სხვა ლიდერებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ“, – წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ  ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც მიზნის მისაღწევად იქნება საჭირო.

„ჩვენ გვესმის, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, სამხედრო, პოლიციის ძალების და სხვა უსაფრთხოების ბევრ წევრს ბრძოლა აღარ სურს და ჩვენგან იმუნიტეტს ელოდება. როგორც გუშინ ღამით განვაცხადე: „ახლა მათ შეუძლიათ, იმუნიტეტი ჰქონდეთ და მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილი ელოდებათ“. იმედია, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და პოლიცია ირანელ პატრიოტებთან მშვიდობიანად გაერთიანდება და ერთად იმუშავებენ, როგორც ერთიანი დანაყოფი, რათა ქვეყანა იმ დიდებულებას დაუბრუნდეს, რასაც იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეია მკვდარი, არამედ თავად ქვეყანა, სულ რაღაც ერთ დღეში, ძალიან განადგურდა, შეიძლება ითქვას, წაიშალა კიდეც. თუმცა, ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, მშვიდობის დამყარება მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში“, – წერს ტრამპი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge