png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უზენაესმა სასამართლომ უნებლიეთ მიბოძა, იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა - დონალდ ტრამპი

  • მსოფლიო
  • 23.02.2026
  • 17:50
უზენაესმა სასამართლომ უნებლიეთ მიბოძა, იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა - დონალდ ტრამპი

უზენაესმა სასამართლომ უნებლიეთ მიბოძა, იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი TRUTH SOCIAL-ზე წერს.

ტრამპი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მიერ ტარიფებზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

„აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ (პატარა ასოებს გამოვიყენებ, მათ მიმართ დროებით უპატივცემულობის ნიშნად) შემთხვევით და უნებლიეთ მიბოძა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს იმაზე მეტი ძალა და უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა. ერთი მხრივ, ლიცენზიების გამოყენებით შემიძლია, აბსოლუტურად საშინელი რაღაცები გავაკეთო უცხო ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გვღალატობდნენ, მაგრამ, ჭკუის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლიცენზიის საფასურს ვერ დავაკისრებ. ყველა ლიცენზია გულისხმობს საფასურს, რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება შეერთებულ შტატებს?“, – წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, სხვა ტარიფები, რაც დაწესდა კიდევ უფრო მძლავრად და სრული სამართლებრივი სიზუსტით იქნება გამოყენებული, ხოლო აშშ-ის სასამართლო ტრამპის აზრით, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედებს და შემდეგი გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭებას.

„შემდეგი რაც მოხდება იქნება, ის რომ ჩინეთისა და სხვების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვინც დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭებით უდიდეს ფულს შოულობს და იტყვიან, რომ მე-14 შესწორება „მონების შვილებისთვის“ კი არ იყო დაწერილი, რაც სწორედ ის არის და ზუსტად დასტურდება მისი შემუშავებისა და რატიფიცირების დროით, რომელიც სრულყოფილად ემთხვევა სამოქალაქო ომის დასასრულს. ამაზე მეტი სიზუსტე სად იქნებოდა? მაგრამ ეს უზენაესი სასამართლო მოძებნის საშუალებას, რათა მივიდეს არასწორ დასკვნამდე, ისეთამდე, რომელიც კვლავ გააბედნიერებს და გაამდიდრებს ჩინეთსა და სხვა ერებს. დაე, ჩვენმა უზენაესმა სასამართლომ განაგრძოს ისეთი ცუდი და ჩვენი ერის მომავლისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება - მე მაქვს სამუშაო. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდი!“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები 20 თებერვალს გააუქმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge