png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთის იმპერიული ამბიციები მხოლოდ უკრაინით არ მთავრდება და ევროპისკენ არის მიმართული - ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი

  • პოლიტიკა
  • 23.02.2026
  • 12:45
რუსეთის იმპერიული ამბიციები მხოლოდ უკრაინით არ მთავრდება და ევროპისკენ არის მიმართული - ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები არ მღავრდება მხოლოდ უკრაინით, არამედ ევროპისკენ არის მიმართული. ამის შესახებ მან „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბრეკელმანსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არა მხოლოდ გავლენის სფეროს აღდგენას, არამედ ჰიბრიდული მეთოდებით ევროპის დანარჩენი ნაწილის დასუსტებასაც ცდილობს.

„ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენც იგივე რუსული აგრესიის წინაშე ვდგავართ და რუსეთის იმპერიული ამბიციები უკრაინაში არ მთავრდება, არამედ ევროპაშიც ვრცელდება“, - აღნიშნა მან.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ მადლობა არ უნდა  გადაუხადოს ევროპას, არამედ ევროპამ უნდა გადაუხადოს მადლობა უკრაინას, რომელიც „ყველაზე მაღალ ფასს იხდის თავისი ქვეყნის და მასთან ერთად დანარჩენი ევროპის თავისუფლების დაცვაში“.

მინისტრის თქმით, ყოველ ჯერზე, როცა ის უკრაინაში იმყოფებოდა, მასზე ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა სამხედროების სიმამაცე და რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

„ასევე ვამაყობ, რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. ეს ჩვენს ბიუჯეტშია გათვალისწინებული რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომ, უკრაინას შეუძლია მომდევნო წლებში ნიდერლანდების იმედი ჰქონდეს და რუსეთს შეუძლია დაინახოს, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, - თქვა ბრეკელმანსმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge