png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე

  • ბიზნესი
  • 20.02.2026
  • 17:06
Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე

ცხოვრების აჩქარებული ტემპის ფონზე დროის დეფიციტი დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ავტომობილის ტექნიკური შემოწმება და შეკეთება - ხშირად რამდენიმე საათს, ზოგჯერ კი მთელ დღესაც მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს „თეგეტა მოტორსის“ სერვისი – Tegeta Comfort, რომელიც ავტომობილის სერვისცენტრში მისვლის გარეშე მომსახურებას გულისხმობს.

სერვისის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, გამოიძახოს პერსონალური მენეჯერი, რომელიც ადგილზე მივა, შეაფასებს ავტომობილის მდგომარეობას,  გადაიყვანს სერვისცენტრში და შეათანხმებს ყველა საჭირო მომსახურებას, უზრუნველყოფს საჭირო სამუშაოების შესრულებას და დასრულების შემდეგ ავტომობილს მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე დააბრუნებს. Tegeta Comfort ასევე მოიცავს ადგილზე აკუმულატორის მიტანა-მონტაჟის სერვისს.

ემზარ კბილაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პერსონალური მენეჯერების ჯგუფის უფროსი: „თეგეტა მოტორსში“ გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ბაზრისთვის გვსურდა, შეგვეთავაზებინა მომსახურების ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მოქნილი, სწრაფი და რაც მთავარია, მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, დაეზოგა დრო. Tegeta Comfort – სახელწოდებაც მიანიშნებს, რომ სერვისი მომხმარებლისთვის სწორედ კომფორტის შექმნას  ისახავს მიზნად.  

ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც Tegeta Comfort-ს გამოიყენებენ, ჩვენს ფილიალში მოსვლა აღარ დასჭირდებათ. პერსონალური მენეჯერი ავტომობილს ადგილზე მიაკითხავს და შესაკეთებლად სერვისცენტრში წაიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ავტომობილის მოვლა და ეს პროცესი მეტად სასიამოვნო გავხადოთ“.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ორი გზით: ქოლ-ცენტრში დარეკვით ნომერზე -  0322264444 ან Tegeta App-ის საშუალებით. მოთხოვნის გენერირების შემთხვევაში განაცხადი პერსონალურ მენეჯერთან გადამისამართდება, ხოლო მომხმარებელი უკუკავშირს მაქსიმუმ 10 წუთში მიიღებს.

პერსონალური მენეჯერის გამოძახება შესაძლებელია თბილისსა და  ბათუმში. Tegeta Comfort-ის გუნდის წევრი ადგილზე მისვლისას ათვალიერებს ავტომობილს, რათა სერვისცენტრში წაყვანამდე მისი მდგომარეობა დეტალურად შეფასდეს. მომხმარებელთან შეთანხმებისა და ტექნიკური დეტალების გავლის შემდეგ კი ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ შესაბამის ცენტრში გადაჰყავს. მომხმარებელი მომსახურებას მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად იღებს.

მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით:  როგორც ხელშეკრულების გაფორმებისას საბანკო გადარიცხვით, ისე ადგილზე POS-ტერმინალის საშუალებით.

Tegeta Comfort-ის მიზანი მომხმარებლის დროის მაქსიმალურად დაზოგვა და ავტომობილის მომსახურების პროცესის გამარტივებაა – სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე, კომფორტულად და მოქნილი კომუნიკაციით.

..

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge