png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს სამარცხვინოდ დაბლოკოს სპორტსმენები და დაღუპულთა ხსოვნა, მაგრამ მას არ შეუძლია აკრძალოს რეალობა - ანდრიი სიბიჰა

  • მსოფლიო
  • 12.02.2026
  • 12:35
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს სამარცხვინოდ დაბლოკოს სპორტსმენები და დაღუპულთა ხსოვნა, მაგრამ მას არ შეუძლია აკრძალოს რეალობა - ანდრიი სიბიჰა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ დაგმო რუსეთის მიერ კიევზე, ​​დნიპროსა და ოდესის ოლქებზე ღამით განხორციელებული მასობრივი თავდასხმა და პარტნიორებს მოუწოდა მოსკოვზე დიპლომატიისა და დეესკალაციის იძულების მიზნით ზეწოლა გაზარდონ.

„ასობით დრონი და ბალისტიკური რაკეტა ელექტროქსელს უტევდა, რამაც ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდების გათიშვა გამოიწვია. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ჩვილი და 4 წლის ბავშვი. არავის შეუძლია თვალი დახუჭოს რუსულ ტერორიზმზე. ეს ახლა ევროპის ცენტრში ხდება. ოლიმპიური ზავისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად“, - დაწერა სიბიჰამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს სამარცხვინოდ დაბლოკოს სპორტსმენები და დაღუპულთა ხსოვნა, მაგრამ მას არ შეუძლია აკრძალოს რეალობა. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური აგრესიული ომის რეალობა.

ყოველი ასეთი დარტყმა დარტყმაა ომის დასრულებისკენ მიმართული სამშვიდობო ძალისხმევისთვის. რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დიპლომატიას და დეესკალაციას სერიოზულად მოეკიდოს. ამის მიღწევა მხოლოდ ერთიანობით, ძალითა და მოსკოვზე ზეწოლის გაზრდით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა სიბიჰამ.

ცნობისათვის, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე 2 სპორტსმენს უკრაინის მხარდამჭერი ჩაფხუტებით ასპარეზობის უფლება არ მისცა. 

მოთხილამურე ეკატერინე კოცარამ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ მას სურდა გამოეყენებინა ჩაფხუტი წარწერით - "იყავით მამაცები, როგორც უკრაინელები" - თუმცა ამის უფლება არ მისცეს. ასევე ასპარეზობის უფლება ამი მისცეს  ჩაფხუტით უკრაინელ სკელეტონ მრბოლელს ვლადისლავ გერასკევიჩს, რომელსაც ჰქონდა ჩაფხუტო ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge