png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი

  • მსოფლიო
  • 22.12.2025
  • 15:09
პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს სამშვიდობო შეთანხმებას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველაფერი უნდა გააკეთოს და უკრაინას Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს რუსეთში არსებულ სამხედრო ქარხნებზე დარტყმებისთვის. ამის შეასხებ გრემმა NBC News-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობას. ვცდილობთ პუტინი მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავაბრუნოთ, მაგრამ ის უარყოფს ჩვენს ყველა მცდელობას.

თუ ის ამჯერად „არას“ იტყვის, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი შემდეგს გააკეთებს: ის ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს (რუსული ნავთობის შემძენი ქვეყნებისთვის მაღალი გადასახადების შესახებ), აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად 20 000 უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო და, რაც მთავარია, დააკავებს გემებს, რომლებიც სანქცირებული რუსული ნავთობის გადატანას ახდენენ, როგორც ეს ვენესუელაში ხდება.

თუ პუტინი უარს იტყვის, ჩვენ ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ თამაშის გეგმა, მათ შორის Tomahawk-ის რაკეტების უკრაინაში გადატანის შესახებ, რათა მან რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმები შეძლოს. მე წავიდოდი ვა-ბანკზე, თუ პუტინი „არას“ იტყვის“, - განცხადა გრემმა.

გრემმა ასევე დასძინა, რომ მას სურს იხილოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც შეუძლებელს გახდის რუსეთის მესამე შეჭრას უკრაინაში.

„მე მინდა, რომ ევროპული ჯარები იყვნენ [უკრაინის] მიწაზე, რათა მესამე შეჭრა არ მოხდეს. მსურს, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ, რათა მესამე შეჭრა არ მოხდეს,“ - განაცხადა გრემმა.

მისი აზრით, პუტინი დონეცკის რეგიონში ტერიტორიის მიტაცების მცდელობას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე აშშ მასზე ზეწოლას არ გააძლიერებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge