png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს

  • პოლიტიკა
  • 20.12.2025
  • 00:25
საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 17 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის პასუხს აქვეყნებს.

კაია კალასის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ პოტენციური სანქციების შესახებ დისკუსიები გრძელდება.

„4 ნოემბერს გამოქვეყნებულმა ევროკომისიის ყოველწლიურმა ანგარიშმა საქართველოზე დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ და რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია”, - აღინიშნება წერილში.

კაია კალასი წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა, ხოლო ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება შეჩერდა.

"ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა და ხელისუფლებისთვის გაწეული ფინანსური დახმარება შეჩერებულია. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ პოტენციური სანქციების შესახებ დისკუსიები გრძელდება. 2025 წლის 27 იანვრიდან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გამარტივებული რეჟიმის შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების გამო, ქართველ დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს ევროკავშირის ვიზებზე განაცხადის შეტანა მოეთხოვებათ. კომისია წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მერვე ანგარიშს, რომელშიც შეაფასებს, თუ როგორ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ წინა ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები და განსაზღვრავს შესაძლო შემდგომ ზომებს.

ამ კონტექსტში, ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით ხალხთაშორისი კონტაქტების, დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის. ჩვენ გავაგრძელებთ დეზინფორმაციული ნარატივების აქტიურად წინააღმდეგობის გაწევას და მტკიცედ დავუდგებით ქართველ ხალხს და მათი ევროპული მომავლისკენ მისწრაფებებს," - წერს კაია კალასი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge