png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო

  • მსოფლიო
  • 20.12.2025
  • 00:24
უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი და ყველაზე რთული საკითხები, როგორც წესი, ბოლოს  რჩება გადასაჭრელად. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების პროცესში „უზარმაზარი დრო და ენერგია“ ჩადო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაში და „ცდილობს გაარკვიოს, რასთან შეუძლია შეგუება უკრაინას და რასთან შეუძლია შეეგუება რუსეთს“.

„[ჩვენ გვსურს] ორივე მხარის პოზიციების განსაზღვრა და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მათი დაახლოება რაიმე სახის შეთანხმების მისაღწევად. მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

„და ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა შეუძლია რუსეთს მისცეს და რის მიღებას ელის? რა შეუძლია უკრაინას მისცეს და რის მიღებას ელის?

საბოლოო ჯამში, უკრაინის გადასაწყვეტია და არა რუსეთის ან შეერთებული შტატების“, - თქვა მან.

რუბიომ განაცხადა, რომ „საქმე არ ეხება ვინმესთვის შეთანხმების იძულებას“, არამედ ინტერესთა „გადაკვეთის“ წერტილების პოვნის მცდელობას.

„ვფიქრობ, ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო და ცხადია, ყველაზე რთული საკითხები ყოველთვის ბოლოს განიხილება“, - თქვა მან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge