png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას - ზურაბ ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 19.12.2025
  • 22:31
პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას - ზურაბ ჯაფარიძე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შეუერთდა. 

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, რადგან ერთადერთი ცოცხალი პოლიტიკური პროცესია. 

"კარგი შეგრძნებაა ძალიან [აქციაზე დაბრუნება]. ცოტა უცნაური შეგრძნება არის, რაც დილიდანვე მაქვს, ღია სივრცეებთან მიმართებაში, ვერ ავხსნი რა გრძნობა არის, მაგრამ უცნაური განცდა მაქვს, გადაჩვეული ვარ. 

რუსთაველზე გამოსვლა, ცხადია, კარგია ძალიან. რუსთაველზე კი არა ქუჩაში გამოსვლაც კარგია, აქ ხომ მითუმეტეს, სადაც პროტესტია. 

[მოტივაცია] იგივეა რაც მანამდე იყო. რომ ამ პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს პროტესტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე, რაც ახლა აქ ხდება, ერთადერთი ცოცხალი პოლიტიკური პროცესია, ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას, რომლის დამყარებასაც ცდილობენ. ამიტომ, აქ დგომა არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქის, რომელსაც ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება უნდა, იმაზე აღარ არის ლაპარაკი გინდა თუ არა შვილებმა აქ იცხოვრონ, შენ თვითონ თუ გინდა აქ გააგრძელო ცხოვრება, უნდა გამოხვიდე და აქ იდგე როცა მოახერხებ მაშინ," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge